ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი:

„დღეს პეკინიდან ევროპის მიმართულებით დაიძრა სატვირთო სარკინიგზო შემადგენლობა. ამ ინფორმაციის გამშუქებელი საერთაშორისო მედია თავის ყურადღებას პეკინი-ბაქოს მარშრუტზე ამახვილებს - საქართველოს ხსენების გარეშე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბაქოდან ევროპაში ტვირთებს საჰაერო ბუშტებით გაუშვებენ.

სინამდვილეში როგორ მიმდინარეობს ეს მარშრუტი:

პეკინი (ფანშანის რაიონი) – სარკინიგზო ტრანსპორტი ყაზახეთამდე (ალისანქოუ ან ხორგოსის გავლით);

შემდეგ – სარკინიგზო :ტრანსპორტით ყაზახეთიდან კასპიის ზღვის პორტამდე (აქტაუ)

აქედან ტვირთი გადადის ბორანით კასპიის ზღვით (ბაქოში);

ამის შემდეგ, აზერბაიჯანი → საქართველო (ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა) → შემდეგ ან თურქეთში, ან შავი ზღვის პორტებში (ფოთი/ბათუმი → რუმინეთი ან ბულგარეთი ბორანით).

რატომ "გამორჩათ" საქართველო ამ კონტექსტში - მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო, რათა არ გაეკეთებინათ აქცენტი საქართველოს მონაწილეობაზე "შუა დერეფნის" პროექტში, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობების "არასტაბილურობისა" და თბილისის უკბილო კბენის სასაცილო მცდელობის გამო”.

0 კომენტარები

ზაალ ანჯაფარიძე კაია კალასის შესახებ:

“ჯერ კიდევ შარშან ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან ყველა მაღალი დონის კონტაქტები და ეს შეზღუდვა დღემდე მოქმედებს, რადგანაც ევროკავშირისთვის მისი გამომწვევი მიზეზები არ მოხსნილა. ამიტომაც ვყავართ კალასს დისტანციაზე.

რატომ ჩავიდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ჯერ ბაქოში, შემდეგ ერევანში და არ ჩამოდის თბილისში? და ალბათ კიდევ კარგა ხანს არ ჩამოვა.

ბევრი სპეკულაცია აგორდა ამ თემაზე, თუმცა ჩემი მოკრძალებული აზრით, პასუხი და ახსნა არის მარტივი. ჯერ კიდევ შარშან ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან ყველა მაღალი დონის კონტაქტები და ეს შეზღუდვა დღემდე მოქმედებს, რადგანაც ევროკავშირისთვის მისი გამომწვევი მიზეზები არ მოხსნილა. ამიტომაც ვყავართ კალასს დისტანციაზე.

თუმცა, ისევ ჩემი მოკრძალებული აზრით, კაია კალასის უარს ეკონტაქტოს ოფიციალურ თბილისს, აქვს კიდევ ერთი არგაცხადებული მიზეზი - ევროკავშირში ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი აქაური ოპოზიციური ჯგუფები შეძლებენ არსებული ხელისუფლების დამხობას”.

0 კომენტარები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა

0 კომენტარები