პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანი:
“გიორგი გახარია მობრძანდა, ჩემს პირდაპირ დაბრძანდა და მრავალი საათის განმავლობაში თქვა ძალიან ბევრი ტყუილი. მათ შორის, განზრახ თუ, ასე ვთქვათ, გაუფრთხილებლობით, თუ უნებლიედ, ეს მე არ ვიცი, მაგრამ ამას შემდეგ, ალბათ, სხვა შეაფასებს.
მან თქვა, მაგალითისთვის, ის, რომ მისი ნაბიჯით, რომელიც გულისხმობდა საგუშაგოს განთავსებას (რომელიც, როგორც ირკვევა, არავისთან არ შეათანხმა - ერთპიროვნულად გადაწყვიტა, სავარაუდოდ, ბატონ ქემოკლიძესთან ერთად), არანაირი ზიანი არ მოუტანია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის.
აქ სოფელ წაღვლის მცხოვრები მობრძანდა და თქვა, - რას ბრძანებთ, ბატონო, მას შემდეგ, რაც გახარიამ იქ საგუშაგო განათავსა, მე ჩემს ტყეში ვეღარ შევდივარ, სოფელი დაზიანდა, რუსმა საოკუპაციო ხაზი გადმოსწია, 5 საგუშაგო დადგა და ჩვენ სერიოზული დაპირისპირებისა და პრობლემების წინაშე აღმოვჩნდითო.
ეს ორი ახსნა-განმარტება დიამეტრალურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, შესაბამისად, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ინფორმაციის მიღება ბატონი გახარიასგან, უკვე ამის ფონზე რას ფიქრობს ჩორჩანას ეპიზოდზე. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვჭირდება მისგან ინფორმაცია“.