წესები და პირობები

ჩვენ შესახებ
Mtredi.com არის პირველი ქართული სოციალური ქსელი, რომელიც ყველა სხვა ქსელისგან გამოირჩევა განსხვავებული ფუნქციებით. აქ შეგიძლიათ ხმოვანი პოსტის ან კომენტარის დამატება, მიიღოთ შეტყობინება ვინ ესტუმრა თქვენ პროფილს, აქ გაქვთ ქართული ფონები, სტიკერები და რაც ყველაზე მთავარია, შეძლებთ თანხის გამომუშავებას. (დაელოდეთ სიახლეს).
ჩვენი მიზანია ევქმნათ ახალი, განსხვავებული, ინოვაციური ფუნქციები პლათფორმაზე.

 

კონფიდენციალურობა
თვენი კომფიდენციალურობის დაცვა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ყველა მომხარებელს აქვს კომფიდენციალურობის მართვის სრული კონტროლი. შესაბამისად მომხმარებელი პასუხისმგებელია მისივე პოსტზე, გაზიარებაზე, კომენტარზე, ინფორმაციის გავრცელებაზე და ვინმეს მორალური ან მატერიალური ზიანის მიყენებაზე.
ჩვენი მოვალეობაა საჩივრების განხილვა, გადამოწმება და შესაბამისი ზომების მიღება, რათა დავიცვათ ნებისმიერი მოქალაქის უფლება.

 

ქუქი-ფაქტორები და სარეკლამო ქსელები
ჩვენთან განთავსებულია მესამე მხარის კომპანიების რეკლამები, როდესაც თქვენ ეწვევით ჩვენს საიტს, ამ კომპანიებს  შეუძლიათ გამოიყენონ ქუქი-ფაქტორები (მცირე ზომის ტექსტური ფაილი თქვენს მოწყობილობაში) და მსგავსი ტექნოლოგიები ინფორმაციის შეგროვებასთან დაკავშირებით, რათა გამოიყენონ თქვენთვის საინტერესო პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებული რეკლამის განთავსების მიზნით.

ეს საიტზე შეიძლება გამოაქვეყნდეს Google-ის სარეკლამო ქსელის მეშვეობით, რომელიც იყენებს ქუქი-ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავენ მომხმარებლის პარამეტრების და დათვალიერების ჩვევებს. მომხმარებელს შეუძლია მიიღოს მეტი ინფორმაცია ამ ქუქი-ფაქტორების და კონფიდენციალურობის შესახებ Google-ის ვებ-გვერდზე.

ბრაუზერები ავტომატურად იღებენ ქუქი-ფაქტორებს, მაგრამ თუ თქვენ გსურთ, შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ბრაუზერის კონფიგურაცია და უარი თქვათ ქუქი-ფაქტორებზე. თუმცა, ამან შეიძლება შეანელოს ბრაუზერი და გავლენა იქონიოს ჩვენ საიტზე და ასევე სხვა საიტებზე ინტერაქციის დროს.

 

ვერიფიკაცია
ვერიფიკაციის მისაღებად საჭიროა პროფილზე 5 000 მეგობარი, გვერდზე 10 000 მოწონება ან თუ სხვა რომელიმე სოც. ქსელზე უკვე გაქვთ ვერიფიკაცია, თქენი მოთხოვნა განიხილება და დადასტურდება თუ თქვენი პროფილი არ არღვევს ჩვენ წესებს და პირობებს.
განხილვის შემდეგ თქვენი კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, თქვენს მიერ გამოგზავნილი ავთენტურობის დამადასტურებელი საბუთი ჩვენი ბაზიდან წაიშლება.

ვერიფიცირებული მომხმარებლები პერიოდულად შემოწმდება. თუ დაფიქსირდა, რომ 30 დღის განმავლობაში არ აღინიშნება აქტივობა, ამ შემთხვევაში ვერიფიკაცია გაუქმდება.

 

სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია
თუ არსებობს რაიმე შეკითხვა ან გაქვთ შენიშვნა, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდით.