ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი:

„დღეს პეკინიდან ევროპის მიმართულებით დაიძრა სატვირთო სარკინიგზო შემადგენლობა. ამ ინფორმაციის გამშუქებელი საერთაშორისო მედია თავის ყურადღებას პეკინი-ბაქოს მარშრუტზე ამახვილებს - საქართველოს ხსენების გარეშე. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბაქოდან ევროპაში ტვირთებს საჰაერო ბუშტებით გაუშვებენ.

სინამდვილეში როგორ მიმდინარეობს ეს მარშრუტი:

პეკინი (ფანშანის რაიონი) – სარკინიგზო ტრანსპორტი ყაზახეთამდე (ალისანქოუ ან ხორგოსის გავლით);

შემდეგ – სარკინიგზო :ტრანსპორტით ყაზახეთიდან კასპიის ზღვის პორტამდე (აქტაუ)

აქედან ტვირთი გადადის ბორანით კასპიის ზღვით (ბაქოში);

ამის შემდეგ, აზერბაიჯანი → საქართველო (ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა) → შემდეგ ან თურქეთში, ან შავი ზღვის პორტებში (ფოთი/ბათუმი → რუმინეთი ან ბულგარეთი ბორანით).

რატომ "გამორჩათ" საქართველო ამ კონტექსტში - მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო, რათა არ გაეკეთებინათ აქცენტი საქართველოს მონაწილეობაზე "შუა დერეფნის" პროექტში, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობების "არასტაბილურობისა" და თბილისის უკბილო კბენის სასაცილო მცდელობის გამო”.

0 კომენტარები