ოპოზიციური პარტია "ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ინიციატივა წარმოადგინა:

"პირველ რიგში, დიდი მადლობა ამ ინიციატივებისთვის. ნამდვილად საჭირო და დროულია რეგულაციები იმ ქვეყნებში, სადაც გამრავლებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მოძრაობა გადატვირთულია და ა.შ. წინა მოწვევაშიც მქონდა ეს წინადადება და ახლაც მინდა, გავაჟღერო საზოგადოების დიდი ნაწილის თხოვნა - საუბარია ე.წ. სქროლებზე. "სქროლებით" გადაადგილება არის აბსოლუტურად უკონტროლო, სიჩქარეც მაღალი აქვს, არ ექვემდებარება არანაირ რეგულაციას, დადის ტროტუარზეც, გზაზეც, ეს არ არის 10-15 კმ/სთ, დადის ბევრად უფრო სწრაფად. ხშირია შემთხვევები, როდესაც ქვეითად მოსიარულეებს ეჯახება. ხომ არ ვიზრუნოთ ამ საკითხზე შესაბამის უწყებასთან ერთად, რადგან ძალიან პრობლემურია ეს საკითხი და მომრავლდა ტრანსპორტის ეს სახეობა.

ვფიქრობ, რომ სიჩქარის ზღვარი დავაწესოთ ან რაიმე რეგულაციებში ჩავსვათ, რადგან უკონტროლოა ეს საკითხი და არის ხიფათის შემცველი".


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა აღნიშნა, რომ კონსულტაციები "სქროლებთან" დაკავშირებით გაგრძელდება შესაბამის უწყებებთან, რათა თავიდან იქნას აცილებული ხიფათი.

0 კომენტარები