286 ნახვა

გაითვალისწინეთ რამდენიმე მარტივი რჩევა და დიდი ხნით შეინარჩუნებთ გარეგნულ მომხიბვლელობას

გაითვალისწინეთ რამდენიმე მარტივი რჩევა და დიდი ხნით შეინარჩუნებთ მხნეობას, პოზიტიურ განწყობას და გარეგნულ მომხიბვლელობას.

* შეამცირეთ კალორიები – თანამედროვე სამყაროში ადამიანი უფრო მეტ კალორიებს ღებულობს, ვიდრე ორგანიზმს სჭირდება, ჩვეული ნორმის თუნდაც 20%-ით შემცირება კი, მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნის (70%) და დიაბეტის (50%) განვითარების რისკს. უარი თქვით საქონლის და ღორის ხორცზე, მიირთვით მხოლოდ ფრინველის ხორცი და ზღვის თევზი.

* შეზღუდეთ მარილი და შაქარი – მედიკოსები დიდი ხანია ირწმუნებიან, რომ ჭარბი მარილის მოხმარება ჰიპერტონიას იწვევს, შაქარი კი – ასუსტებს გულის და გონების მუშაობას, ნეგატიურად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლის პროცესზე, ხელს უწყობს დიაბეტის განვითარებას და ჭარბი კილობგრამების დაგროვებას.

* მიირთვით ხილისა და ბოსტნეულის ხუთი პორცია – ანტიოქსიდანტები, რომელთაც ხილი და ბოსტნეული შეიცავს, აქტიურად ებრძვიან იმ თავისუფალ რადიკალებს ორგანიზმში, რომლებიც სიმსივნეს და ათეროსკლეროზს, ბრონქიალურ ასთმას და კატარაქტას, პარკინსონის და ალცჰაიმერის დაავადებს იწვევენ. დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტს შავი ქლიავი და ყურძენი, ბროწეული, კენკრა და თხილი, მწვანე ჩაი, კაკაო და ღვინო, ხილი და ბოსტნეული შეიცავს. მათ ვისაც ჯანმრთელობის შენარჩუნება და სიცოცხლის გახანგრძლივება სურს, მედიკოსები დღეში სწორედ ამ პროდუქტის მირთმევას ურჩევენ ხუთ პორციად.

* უარი თქვეით ლიფტზე – 12-კვირიანი ექსპერიმენტის მსვლელობისას მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კიბეზე ფეხით სიარული ხელს უწყობს ჭარბი წონის დაკლებას, რადგან, მათ ვინც, ლიფტით მგზავრობაზე თქვა უარი, 3 თვეში წელის გარშემოწერილობასთან და ცხიმოვან ნაკეცებთან ერთად, ქოლესტერინის მაჩვენებელიც საგრძნობლად შეუმცირდა.

* გამოიძინეთ სრულ სიბნელეში – ადამიანის შრომისუნარიანობა მის ძილზეა დამოკიდებული, ჯანსაღი ძილისთვის კი, აუცილებელია მელატონინის (ძილის ჰორმონის) სრულფასოვანი გამომუშავება, რომელიც ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებებთან, მათ შორის სიმსივნესთან ბრძოლაში ეხმარება. ორგანიზმის სრულფასოვანი გადატვირთვისთვის, საჭიროა სრულ სიბნელეში გამოძინება, რადგან ანთებული სინათლე ან ჩართული ტელევიზორი მნიშვნელოვნად აფერხებს მელატონინის გამოყოფას.

* უარი თქვით თამბაქოზე – თამბაქოთი მიყენებული ზიანის აღდგენაზე ორგანიზმი 15 წელს ხარჯავს და რადგან, აღდგენითი პროცესი მოწევიდან რამდემე საათში იწყება, ამიტომ სასწრაფოდ თქვით უარი თამბაქოზე და სიცოცხლესაც რამდენიმე წლით გაიხანგრძლივებთ!

ავტორი

დარია

36 ბლოგი პოსტი