1989 წლის 9 აპრილმა საქართველოს ისტორია დაწერა. იმ დროს 9 წლის გოგამ თავის პატარა წვლილი შეიტანა და ამ ისტორიულ დღეს ლექსი მიუძღვნა.
დილით ადრე განთიადზე
მთავრობის წინ ლხენა იყო
შეყრილიყვნენ სტუდენტობა
დოლ-გარმონზე ლხენა იყო.
სწორედ ამ დროს თურმე თბილისს
შემოსულა რუსის ჯარი,
მოუძღვოდნენ წინ ტანკები
ფარ-კეტებით დარაზმულნი.
არ შეშინდა ჩვენი ერი,
მშვიდად დახვდა, მოყვრულადა,
არ შეჩერდა ფანდურის ხმა,
უსინათლო ქალების ხმა.
მაშინ მოხდა სასწაული,
ხელ-კეტებით დაერივნენ,
არ ინდობდნენ სტუდენტობას,
ქალებსაც კი არ ინდობდნენ.
დაიღვარა ბევრი სისხლი
განთიადის 9 აპრილზე,
ჩვენს გულებში დარჩებიან
მათი ხსოვნის წმინდა სახე.
გოგა გოგილაშვილი
8 აპრილი 1993 წელი