როცა დავშორდი ჩემს საქართველოს
დავკარგე ძალა და მადლი მისი,
მე მირჩევნია ჩემი ღარიბი,
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი.
სჯობს ღარიბობა ჩემს სამშობლოში,
სჯობს რომ მესმოდეს ენა ქართული,
ისეთი სწრაფად მიფრინავს წლები
თითქოს თამასში ვიყო გართული.
როდესაც გავხდი მე ემიგრანტი,
შევიწროვება ვიგრძენი მაშინ,
უცხო კანონებს ვემორჩილები,
დავდივარ როგორც დასჯილი ბავშვი.
ჩემს ქვეყანაში მე ფრთები მესხა
და პატრიოტი ქართველი მერქვა,
მე იქ შემეძლო ჩემი ლექსები
ხალხის წინაშე ხმამაღლა მეთქვა.
სადაც ვიქნები სულ მეყვარება,
ჩემი მთები და ჩემი ბუნება,
რაც მთავარია მემახსოვრება,
მამული, ენა სარწმუნოება.
როცა დავშორდი ჩემს საქართველოს,
დავკარგე ძალა და მადლი მისი,
მე მირჩევნია ჩემი ღარიბი,
ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი.
გოგიტა გოგილაშვილი
9 სექტემბერი 2006 წ.