205 ნახვა

სანდრო შანშიაშვილი - დედისერთა...

გარეთ ცივა, ქრის ქარი
მთვარე ვახშმობს მუხებში;
დედაბერი მიმჯდარა,
ბუხრის ახლოს კუთხეში.

თვალში ცრემლი დამშრალა,
მოხუცს ვინ სცეს ნუგეში?

ჩასთვლემს ისევ იღვიძებს,
ღამეს თეთრად ათენებს,
გულისყური ერთზე აქვს
მის გულს ერთი ამრთელებს...

მუხლი მაინც უჭრიდეს,
ხალხს შეძრავდა ომით ის,
აღარ ძალუძს საბრალოს,
შავ ძაძებში დრო მიდის.

ლოდინი და იმედი,
თვლემაც ღამე ლოდინის,
მას ბურანში მოესმის:
"დედი, გახსენ ჭიშკარი

შენი შვილი დაბრუნდა,
დედისერთა ვაჟიკა..
უვნებელი მაგარი,
როგორც სალი კაჟის ქვა.

გახსენ დედა კარი, უუ...
შენ შვილს გარეთ რა უნდა,
ეს ხომ მე ვარ, არ გესმის?!
შენი შვილი დაბრუნდა!"

დედა ენას ვერ აბავს,
სწრაფად დგება მძინარი,
სიხარულით ცახცახებს - შვილი:
"დედა შინ არის!"

კარებს უღებს ღელვილი,
იქ, არვინ ჩანს მცინარი,
ცრემლით წყვდიადს შესცქერის -
- ტკბილი იყო სიზმარი...

როს მოხუცი ბუხრის წინ,
შვილის სიზმარს ხედავდა,
ამ დროს მისი ვაჟიკა
მტერს ბრძოლაში კვეთავდა:

ის იბრძოდა წითლებთან,
წითელ დროშას იცავდა,
ჯარისკაცი რუსეთში,
ლენინს გაჰყვა მტკიცედა!

პირველ რიგში დაეცა,
მისი კვნესა - "ოჰ, დედა!..."
ზარბაზანმა დაფარა.
თავი დასდო ხალხისთვის,
სისხლი ნორჩმა დაღვარა...

ნახა საძმოს საფლავი,
ვეღარ დედის ჭაღარა
და იმ დღიდან მოელის,
დედა შვილის ამარა..

ზის და უცდის გულმკვდარი,
დედისერთას მთის ქალი,
თავზე დასთენებია,
ამოსულა ცისკარი....

ავტორი

დარია

36 ბლოგი პოსტი