261 ნახვა

პარისი და ელენე

ის სხვა კაცის ცოლი იყო, როცა პარისს, ტროას შვენიერ, მაგრამ მექალთანე პრინცსს, თავდავიწყებით შეუყვარდა. ელენე და პარისი ერთად გაიქცნენ, რითაც ტროას ომის დაწყებას დაუდეს სათავე. ლეგენდის თანახმად, ელენე დედოფალ ლედასა და ზევსის ქალიშვილი იყო, ალბათ სწორედ ეს განაპირობებდა მის არაამქვეყნიურ სილამაზეს, რაც სიყვარულის ქალღმერთს - აფროდიტესაც კი აღაფრთოვანებდა. ელენეს პიროვნება ისტორიაში მუდამ მითად დარჩება, მაგრამ მისი მნიშვნელოვანი როლი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ეპოსში უცვლელია - ის მუდამ დარჩება ქალად, რომლის სილამაზემაც ათასობით ხომალდი ჩაძირა.

ავტორი

დარია

30 ბლოგი პოსტი