548 ნახვა

საინტერესო ფაქტები ყვავილებზე

რა ვიცით ყვავილებზე? ეს – ლამაზი მცენარეებია, რომლებიც დინოზავრების ეპოქაში გაჩნდნენ და ყოველთვის, ყველა ეპოქაში, ადამიანებს მეგზურობას უწევდნენ. არის ყვავილები, რომელიც სახელმწიფოების ეროვნული სიმბოლოებია, არის ისეთიც, გრძნობების და ადამიანისადმი დამოკიდებულების გადმოსაცემად რომ გამოიყენება. მაგ., სიყვარულის აღიარების, ერთგულების, მეგობრობის, პატივისცემის, ღალატის, ხსოვნის...

* პირველად ყვავილების მოშენება და გამრავლება, 4000 წლის წინ, ძველმა ეგვიპტელებმა დაიწყეს.


* ბაღების გაშენება და მეყვავილეობა საპატიო საქმიანობად ითვლებოდა შუა საუკუნეების ევროპაში. მკაცრად ისჯებოდნენ ადამიანები, რომლებიც უპატივცემულობას გამოიჩენდნენ ამ საქმიანობისადმი: ყვავილნარის ან ბაღის დამრბევს სირცხვილის ბოძზე აკრავდნენ, ფეხის თითებს უწვავდნენ ან როგორც ქურდს, ხელს აჭრიდნენ. ხოლო შემდეგ, მშობლიური მხარიდან აძევებდნენ..

* ძველი ლეგენდის თანახმად, მიხაკი პირველად გოლგოთაზე ამოვიდა, ქრისტეს ჯვარცმის დროს, იქ სადაც ღვთისმშობლის ცრემლები დაეცა.

* ძველი არაბული ლეგენდის თანახმად, 612 წ. მუჰამედმა ომი დაიწყო ისრაელის წინააღმდეგ და საბრძოლველად წასულმა, მეუღლე აიშანი სახლში დატოვა. რომელიც ახალგაზრდა მამაკაცს ხვდებოდა, ვიდრე ქმარი გვერდით არა ჰყავდა. დაბრუნებულ მუჰამედს უთხრეს ცოლის ღალატის შესახებ, თუმცა მან არ დაიჯერა. მაშინ ხალხმა ურჩია, ცოლისთვის წითელი ვარდები მიერთმია და თუ გაყვითლდებოდა – ე. ი. აიშანი ღალატობდა. მუჰამედი ასეც მოიქცა, ცოლს ვარდები აჩუქა. ამ საქციელმა მისი მეუღლე აღაფრთოვანა და უფრო დიდ ხანს რომ არ დამჭკნარიყო ყვავილები, ეზოში, აუზში ჩააწყო. დილით ყველა ვარდი ყვითელი იყო. იქიდან მოყოლებული, ყვითელი ვარდები ღალატის სიმბოლოდ ითვლება.

* ამაზონის ვიქტორია – ყველაზე დიდი წყლის მცენარეა დედამიწაზე. აქვს დიდი ზომის ფოთლები. რომლის დიამეტრი, შეიძლება, 2 მ-მდე გაიზარდოს. ფოთოლს ქვემოდან მსხვილი ღერო აქვს და მას 50 კგ-მდე ტვირთის გაძლება შეუძლია.

ტიტა – სიყვარულის, სიცოცხლის და უკვდავების სიმბოლო არის. მის შესახებ ინფორმაცია კონფუცის ეპოქიდან არსებობს. იყო დრო, როდესაც ჰოლანდიაში ტიტის ხსენებაც არ იყო. ის ამ ქვეყანაში, XVI საუკუნეში, თურქეთიდან შეიტანეს. იმ დროს ტიტა ძალიან ძვირი იყო, იმაზე ძვირი, ვიდრე ძვირფასი მეტალები და ქვები. მცენარის ერთი ბოლქვი, დღევანდელი კურსით, 2 დოლარზე მეტი ღირდა!

ტიტა – ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზრდადი მცენარეა. დღე-ღამის მანძილზე, საშუალოდ, 2 სმ-ით იზრდება.


* გერმანიაში, ჰილდესჰაიმის ტაძრის გვერდით, ყველაზე მხცოვანი ვარდების ბუჩქი დგას. მისი ასაკი 1 000 წელს აღემატება, ხოლო სიმაღლე – თითქმის, ტაძრის სიმაღლეს უტოლდება.

* ვარდი – აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეროვნული ყვავილი არის.

* ვარდის ზეთი მამაკაცების პარფიუმერიის 46% და ქალის პარფიუმერიის 98% შედის. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ პარფიუმზეთისთვის მხოლოდ ორი სახეობის ვარდი — დამასკური ვარდი და ცენტრიფოლია (იგივე ასფურცელა ვარდი) გამოიყენება.

* ველური Rosa Acиcularis ვარდის ნახვა ჩრდ. პოლარული წრის მიდამოებში შეიძლება.

* ყველაზე გრძელი ფესვები (120 მ-მდე), სამხრეთ აფრიკულ ველურ ფიკუს აქვს.

* ძველი ბერძნული ლეგენდის მიხედვით, პიონებს სახელი ექიმის საპატივცემულოდ დაერქვა, რომელიც ომში დაჭრილ ღმერთებს და ადამიანებს მკურნალობდა.

ჩინეთში პიონს ეროვნულ სიმბოლოდ მიიჩნევენ და მას სხვადასხვა მაგიურ თვისებებს აწერენ. ითვლება, რომ ბოროტი სულები ამ ყვავილის მარტო სუნს კი არა, გამოსახულებასაც ვერ იტანენ.

ავტორი

დარია

36 ბლოგი პოსტი