171 ნახვა

იცოდით? რეჰანის საოცარი ისტორია

ხის ჯვარი, რომელზეც იესომ სული დალია, ხალხმა მოიპარა და ძალიან ღრმად ჩაფლა მიწაში, რათა ურჯულოებს არასოდეს შესძლებოდათ მისი ნახვა და განადგურება.
გავიდა მრავალი ხანი.
წმინდა ელენიმ გადაწყვიტა
ამ ჯვარის პოვნა, რათა იერუსალიმში ეკლესიაში გაეგზავნა და მორწმუნეებს შესძლებოდათ მასთან მიახლოება და ლოცვა.
ბრძანება გასცა, ახლო-მახლო მინდორი გადაეთხარათ და ჯვარი მოეძებნათ.
თვეები მიმდინარეობდა ძიება, მაგრამ უშედეგოდ.
ერთ დღეს ელენი მინდორში გავიდა სასეირნოდ.
საოცარი სურნელი მოიტანა ქარმა საიდანღაც.
ელენი მიხვდა რომ რომელიღაც მცენარე აფრქვევდა, ამ სურნელებას. დაიწყო მდელოს დათვალიერება და აღმოაჩნა პატარა ლამაზ ფოთლებიანი მცენარე თეთრი ყვავილებით.
უცნაური ის იყო რომ, ამ მცენარეს სხვადასხვა ფერის შეფერილობის ფოთლები ჰქონდა.
წითელი და მწვანე.
წმინდა ელენი მიხვდა რომ ეს იყო ნიშანი უფლისგან.
ბრძანა, იქ გაეთხარათ მიწა და ჰოი საოცრებავ სულ ახლოს, ისე რომ ღრმად ჩასვლაც არ დასჭირვებიათ მიწის მთხრელ ბრიგადას
იპოვეს ჯვარი.
ჯვარი, რომელზეც ადამიანად ხორცშესხმული მაცხოვარი გააკრეს.
ჯვარი, რომელზეც უკანასკნელი ამოსუნთქვა დატოვა ქრისტემ.
ჯვარი, რომელიც კაცობრიობის მფარველად და მცველად იქცა.
ჯვრის ადგილსამყოფლის მაუწყებელ მცენარეს ვასილიკო, ანუ ჩვენებურად სამეფო
უწოდა ელენიმ.
მას შემდეგ ვასილიკო სამყაროს მეუფის სიახლოვის გარანტიად ითვლება.
წითელი ვასილიკო ქრისტეს სისხლის წვეთებიდან აღმოცენდა და მისი მიღება ორგანიზმისთვის არის, წმინდა, როგორც ქრისტეს სისხლის და ხორცის მიღება ზიარების დროს.
ვასილიკო, ანუ ჩვენებურად რეჰანი ორგანიზმს წმენდს ყოველგვარი შლაგებისგან, აახლებს სისხლს, იცავს გულს, ეხმარება ადამიანს მეხსიერების გაუმჯობესებაში.
საბერძნეთში, თითქმის
ყველა სახლის, ყველა მაღაზიის, ბარის, ეკლესიის წინ აქვთ გამოდებული ვასილიკო ცუდი აურის და ცუდი თვალის გასადევნად.
ჯვართამაღლების დღესასწაულზე 14 სექტემბერს ვასილიკოს ტოტებს ურიგებენ მორწმუნეებს ეკლესიაში.
ვასილიკო ერთწლიან მცენარედ ითვლება, თუმცა არსებობს ოჯახები, სადაც ორი და სამი წელიც სძლებს.
ამბობენ ეს უფლის სიყვარულის და მისი მფარველობის ნიშანიაო ამ ოჯახზე.
წითელი ვასილიკო
ქრისტეს სისხლზეა ამოსული და წმინდა მცენარედ ითვლება.
მათი თესლის მიღება შიმშილის გრძნობას ჰკლავს, თუმცა ამავდროულად უზრუნველყოფს ორგანიზმს ყველა სიცოცხლისთვის საჭირო ნივთიერებებით
დიდება უფალს?
ავტორი

დარია

36 ბლოგი პოსტი