"ასე ხდება, როდესაც არ გჯერა ხალხის, ერის და ირჩევ შემგუებლობას! შემდეგ იმ ხალხისგან ითხოვ მხარდაჭერას, ვისი ბრძოლისუნარიანობისაც არათუ არ გჯერა, არამედ სასაცილოდაც არ გყოფნის.
ანწუხელიძემ არ დაიჩოქა, ღირსებას არ გადააბიჯა! - ამიტომაც დასაჯეს ოკუპანტებმა.
პირველივე მოსახვევში ჩაბარდე მტერს, პირი მობანო, ლეგიტიმაცია მისცე - ძალიან რბილად, რომ ვთქვა უხერხულია!
18-19-20 წლის ბიჭები არ გატყდნენ რეჟიმთან! არ ითანამშრომლეს, ტყვეობაში არიან!
ერთი სიტყვით შეუძლიათ თავისუფლების მოპოვება, მაგრამ არა!!! - თავს არ უხრიან ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. ამ დროს კი, ლელო ადგა და მახვილი ჩასცხო ამ ხალხს ზურგიდან!
წესიერი, პატიოსანი, კეთილსინდისიერი, ხელებდაკოჟრილი, ნაშრომი ხალხის დასახსნელია ეს ქვეყანა, ამიტომ გამხნევდით!!!
❌ პ.ს. რა სხვაობაა ქოცსა და ლელოს შორის?!ისინი “ხელისუფლებიდან" არ უსმენენ არავის და ლელო ოპოზიციაში არ უსმენს კი არა, ჰკიდია ყველას აზრი - პატიმრების, მათი ოჯახების, ხალხის, დანარჩენი ოპოზიციის!" | წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

image
0 კომენტარები