#ნოსტალგიურ_განწყობაზე 🥹❤️
ჩემთვის ბავშვობის პერიოდი ყველაზე ლაღ და წრფელ ემოციებთან ასოცირდება. ასაკის მატებასთან ერთად კი სულ უფრო მეტად ვისწრაფვი შინაგანი ბავშვურობის დაბრუნებისკენ და ვცდილობ, ცოტა ხნით მაინც გავექცე ,,ზრდასრულ" ცხოვრებისეულ სირთულეებს 😏
ამავე დროს ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ყველა პრობლემისა, სიცოცხლე ნებისმიერ ასაკში ძალიან მეძვირფასება. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი დღე მადლიერებით მივიღოთ და იმედით ვიყოთ განმსჭვალული 🫂
სიცოცხლის სიყვარულს გისურვებთ ❤️
მომწონს
კომენტარი
გაზიარება
0