ქართული იუთუბ სერიალის - ,,ღამის მონადირეების" პირველმა სეზონმა ბევრი ჩვენგანის მოწონება დაიმსახურა. მეორე სეზონის გადასაღებად კი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებათ.
#დაასპონსორეღამისმონადირეები 💚
🩶🖤🩶
,,ავ-ენანნო, ოდეს დასცხრეთ,
მოასვენოთ ესდენ სული?
რა გარგოთ, რომ შეიშურეთ
უბიწოო სიყვარული?"
,,გულის-სწორო, ერთის ცილით
აგრე როგორ შეიცვალე,
რომე ტრფობა ჩვენი ამ ხნით
მას აგრე მსწრაფლ ანაცვალე?"
,,თუ ვერ მცნობდი, რად მეტყოდი:
მე შენი ვარ საუკუნოდ?
სიყმაწვილეს რად მილხენდი,
თუ მოჰკლავდი ასე უდროდ?"
,,რად შემიპყარ მე გლახ გული,
უმანკო და უზრუნველი?
რად დამიჭკნე მე ყვავილი
ყმაწვილობის, ჯერ უშლელი?"
,,ეს ნუგეშს მცემს, საყვარელო,
რომე არის სხვა სოფელი;
ოდეს სცნა, რომ ვარ უბრალო,
მოვედ, მოვედ, მუნ მოგელი!"
სდუმდა -- და მეცა ვიცანი
ქეთევან ჰაეროვანი,
ქეთევან, ნაქები გულით,
ნაქები მშვენიერებით!
1835 წ.
#ნოსტალგიურ_განწყობაზე 🥹❤️
ჩემთვის ბავშვობის პერიოდი ყველაზე ლაღ და წრფელ ემოციებთან ასოცირდება. ასაკის მატებასთან ერთად კი სულ უფრო მეტად ვისწრაფვი შინაგანი ბავშვურობის დაბრუნებისკენ და ვცდილობ, ცოტა ხნით მაინც გავექცე ,,ზრდასრულ" ცხოვრებისეულ სირთულეებს 😏
ამავე დროს ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ყველა პრობლემისა, სიცოცხლე ნებისმიერ ასაკში ძალიან მეძვირფასება. მნიშვნელოვანია, რომ ყოველი დღე მადლიერებით მივიღოთ და იმედით ვიყოთ განმსჭვალული 🫂
სიცოცხლის სიყვარულს გისურვებთ ❤️
როგორ ვადაპტირდეთ თანამედროვე გამოწვევებთან და როგორ გავუგოთ Gen Z-ის თაობას?! 🫂https://www.facebook.com/61551....221404897/videos/411
🫂
🩶🖤🩶
სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,
ჩემი გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?
ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას, ყმაწვილკაცობას?
თითქოს მაძლევდი ამა სოფლად თავისუფლებას,
ტანჯვათა შორის სიამეთა დამისახავდი
და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა გარდამიქცევდი!
მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი ესე აღთქმანი?
რად მომიხიბლე, აღმირიე, წრფელნი ზრახვანი?
სულო, აღმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმალები,
რატომ გაცუდდა ძალი შენი მომჯადოები?
წყეულიმც იყოს დღე იგი, როს შენთა აღთქმათა
ბრმად ვუმსხვერპლიდი, მივანდობდი ჩემთ გულის-თქმათა!
მას აქეთ არის - დავუკარგე მშვიდობა სულსა,
და ვერც ღელვანი ვნებათანი მიკვლენ წყურვილსა!
განვედი ჩემგან, ჰოი, მაცთურო, სულო ბოროტო!
რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო.
ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი?
ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი შენი მსახვრალი!
1943 წ. [აგვისტო]