დღეს 1992-93 წლების რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის, გიორგი რაზმაძის დაბადების დღეა.
18 წლის წავიდა ომში, 1993 წლის 3 ივლისს 19 წლის გახდა, 6 ივლისს დაიღუპა ტამიშში შეტევაზე გადასვლის დროს...
"აფხაზეთის ომს ჩემი უმცროსი ძმა - გიორგი შეეწირა, რომელიც ჩემთვის სიცოცხლის აზრი იყო! სხვა ბიჭებთან ერთად, ისიც ომში გაიპარა და ვეღარ დაბრუნდა. გიორგი მხოლოდ 18 წლის გახლდათ. რომ გაიპარა, მე სოხუმში ვიყავი. დამირეკეს, დაიკარგაო. სასწრაფოდ გამოვყევი ვერტმფრენს. ვიცოდი, რომ რაჭაში წავიდა ბიჭებთან ერთად. მოძიება რომ დავიწყე, ვიღაცამ მითხრა, - ბიჭები მგონი, აფხაზეთში წავიდნენო. 3 ივლისს წავიდა და 6-ში უკვე დაიღუპა. გიორგის გამორჩეული გარეგნობა ჰქონდა: მაღალი, მწვანეთვალება, უცხო გარეგნობის ბიჭი იყო. მისი მეგობრები ჰყვებოდნენ, სანამ დაიღუპებოდა, ჯვარი გაუტყდა და დაკარგა, დიდხანს ეძებდა და ვეღარ იპოვაო. საშკა იოსელიანთან ვმეგობრობდი, მან მომიტანა ბოლო კადრები, რომელიც ომში გაპარული ბიჭებისთვის ვერტმფრენში გადაუღია. ალბათ ხვდებით, რას განვიცდიდი, მათ შორის ჩემი ძმა რომ აღმოვაჩინე!"- იხსენებს და მაკა რაზმაძე.

image
0 კომენტარები