ბარათაშვილის შემოქმედება
ბარათაშვილის შემოქმედება

ბარათაშვილის შემოქმედება

@baratashvili

🩶🖤🩶

,,ავ-ენანნო, ოდეს დასცხრეთ,
მოასვენოთ ესდენ სული?
რა გარგოთ, რომ შეიშურეთ
უბიწოო სიყვარული?"

,,გულის-სწორო, ერთის ცილით
აგრე როგორ შეიცვალე,
რომე ტრფობა ჩვენი ამ ხნით
მას აგრე მსწრაფლ ანაცვალე?"

,,თუ ვერ მცნობდი, რად მეტყოდი:
მე შენი ვარ საუკუნოდ?
სიყმაწვილეს რად მილხენდი,
თუ მოჰკლავდი ასე უდროდ?"

,,რად შემიპყარ მე გლახ გული,
უმანკო და უზრუნველი?
რად დამიჭკნე მე ყვავილი
ყმაწვილობის, ჯერ უშლელი?"

,,ეს ნუგეშს მცემს, საყვარელო,
რომე არის სხვა სოფელი;
ოდეს სცნა, რომ ვარ უბრალო,
მოვედ, მოვედ, მუნ მოგელი!"

სდუმდა -- და მეცა ვიცანი
ქეთევან ჰაეროვანი,
ქეთევან, ნაქები გულით,
ნაქები მშვენიერებით!

1835 წ.

image
0 კომენტარები
0 გაზიარება

🩶🩷🩶

,,განთიადით ღამედმდე შევჰფრფინვიდი კოკრობას,
არ ვზოგავდი სიცოცხლეს, უძილობას, გალობას;
მქონდა მცირე წადილი, ვერ მივხვდი კი ძნელობას:
მსურდა გაშლა ვარდისა, არ ვჰფიქრობდი დაჭკნობას!"

1834 წ.

image
0 კომენტარები
0 გაზიარება

🩶🖤🩶

სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,
ჩემი გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?

ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას, ყმაწვილკაცობას?
თითქოს მაძლევდი ამა სოფლად თავისუფლებას,
ტანჯვათა შორის სიამეთა დამისახავდი
და თვით ჯოჯოხეთს სამოთხედა გარდამიქცევდი!

მარქვი, რა იქმნენ საკვირველნი ესე აღთქმანი?
რად მომიხიბლე, აღმირიე, წრფელნი ზრახვანი?
სულო, აღმშფოთო, მიპასუხე, ნუ იმალები,
რატომ გაცუდდა ძალი შენი მომჯადოები?

წყეულიმც იყოს დღე იგი, როს შენთა აღთქმათა
ბრმად ვუმსხვერპლიდი, მივანდობდი ჩემთ გულის-თქმათა!
მას აქეთ არის - დავუკარგე მშვიდობა სულსა,
და ვერც ღელვანი ვნებათანი მიკვლენ წყურვილსა!

განვედი ჩემგან, ჰოი, მაცთურო, სულო ბოროტო!
რა ვარ აწ სოფლად დაშთენილი უსაგნოდ, მარტო.
ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო, სულით მახვრალი?
ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელი შენი მსახვრალი!

1943 წ. [აგვისტო]

image
0 კომენტარები
0 გაზიარება