🩶🖤🩶
,,ავ-ენანნო, ოდეს დასცხრეთ,
მოასვენოთ ესდენ სული?
რა გარგოთ, რომ შეიშურეთ
უბიწოო სიყვარული?"
,,გულის-სწორო, ერთის ცილით
აგრე როგორ შეიცვალე,
რომე ტრფობა ჩვენი ამ ხნით
მას აგრე მსწრაფლ ანაცვალე?"
,,თუ ვერ მცნობდი, რად მეტყოდი:
მე შენი ვარ საუკუნოდ?
სიყმაწვილეს რად მილხენდი,
თუ მოჰკლავდი ასე უდროდ?"
,,რად შემიპყარ მე გლახ გული,
უმანკო და უზრუნველი?
რად დამიჭკნე მე ყვავილი
ყმაწვილობის, ჯერ უშლელი?"
,,ეს ნუგეშს მცემს, საყვარელო,
რომე არის სხვა სოფელი;
ოდეს სცნა, რომ ვარ უბრალო,
მოვედ, მოვედ, მუნ მოგელი!"
სდუმდა -- და მეცა ვიცანი
ქეთევან ჰაეროვანი,
ქეთევან, ნაქები გულით,
ნაქები მშვენიერებით!
1835 წ.
