გაიღიმე!.. მერე რა, რომ გტკივა, გაწუხებს... გაიღიმე!
თორემ ხშირად ინანებ ,,გაუღიმრად" დაკარგულ დღეებს, შენ თვითონ მიეცი ცხოვრებას ფერები...
მათაც გაუღიმე ერთ დროს გაფრენისთვის გამზადებული ფრთები რომ უნდოდათ შეეჭრათ შენთვის, ( ზოგს გამოუვიდა კიდეც)..- გატკინეს, დაგამცირეს... მათაც გაუღიმე!!.. ღიმილი არ მოიცილო სახიდან, არადა როგორ გიხდება, როგორი წრფელია შენი ღიმილი...
გ ა ი ღ ი მ ე!!.. თორემ, ძალიან ინანებ ,,გაუღიმარ" დღეებს, რომელიც ადამიანებმა წაგვართვეს...
-ცხოვრება არაფერია
ერთი,
ორი,
სამი... და... დავმთავრდით.
-ღიმილი კი, ყველაზე ძლიერი იარაღია სიმშვიდის შესანარჩუნებლად.
ცხოვრება კიდევ ბევრ მიზეზს მოგცემს ტირილისათვის, კიდევ გაგწირავენ, გაგიმეტებენ, გულწრფელობას ღალატში ჩაგითვლიან... არც კი შეეცადო ვინმეს რამე აუხსნა, სწორედ მაშინ კარგავ ყველაზე ძვირფას დროს, თანაც უშედეგოდ... უბრალოდ მოემზადე, შემდეგი გაღიმებისთვის...
თორემ...
ერთი,
ორი,
სამი... და... დავმთავრდით!
- იცი რა ლამაზი ხარ როცა იღიმი??
-ხო და გ ა ი ღ ი მ ე!! 🙂 ❤️
ამბობდი -
თვალებიც ბერდებიან,
და მუდამ ამაზე ვკამათობდით,
ჩვენ შორის სიშორის ის წლებია,
რომლებიც მინდა რომ არ მახსოვდეს.
ახლაღა ბრუნდები,
ვედრებიან
წამებს და საათებს ვგავარ ოდეს,
არ ამბობ - თვალებიც ბერდებიან,
გახსოვს, არ მჯეროდა არასოდეს.
მიყურებ,
გამცვდარი მზერებია,
ნიღბიან ერთგულებას თამაშობენ,
ვიჯერებ -
თვალებიც ბერდებიან,
როდესაც გულები ღალატობენ...