ადრე, კომუნისტების დროს ხალხი ერთმანეთთან თუ ქართულად საუბრობდა, ძაღლებს მაინც რუსულად ელააპარაკებოდნენ.
არ იყო ასე? 😊
ერთხელ კონსტანტინე გამსახურდიას ძაღლთან სეირნობისას ვიღაცას უკითხავს თუ რატომ ელპარაკებოდა ძაღლს რუსულად.
როგორ თუ რატომ, საკუთარ ენაზე ვესაუბრებიო, მყისიერად მიუგია ბ-ნ კონსტანტინეს. 😊
….
ძაღლებთან ბოდიში ❤️
იცით თუ არა, რომ:
ადრეულ საუკუნეებში, ინგლისში მეუღლეთა შორის სექსუალური ურთიერთობა მხოლოდ მეფის ნებართვით იყო შესაძლებელი. მეფე წყვილს აძლევდა აბრას, რომელზეც ეწერა: Fornication Under Consent of the King. (”მრუშობა მეფის ნებართვით”).
სახლის კარზე ჩამოკიდული ეს აბრა კი კარს მიღმა მიმდინარე ქმედებების ლეგალურობაზე მეტყველებდა. აქედან მოდის სიტყვა “FUCK” 😊
მე ვიცი ჩემში ორი ქალია -
ერთი ლექსებს წერს, მეორე არა.
მე ვიცი, იმ ერთს რა უხარია,
მეორე - გულში რა ნაღველს მალავს.
ერთი ადგება დილაადრიან,
მეორე - ღამით სულ არ იძინებს...
ერთს რომ სახეზე განთიადი აქვს,
მეორის თვალზე ცრემლი ციმციმებს.
ერთი არასდროს არ კვნესის ბედზე,
მყუდრო ოჯახის უღელს შეება;
მეორე მუდამ ვიღაცას ეძებს,
შუა ქალაქში ნიშნავს პაემანს.
ერთს კალთა მუდამ ლხენით ევსება
და ქვეყნის წილ მზეს თვითონ იხვედრებს.
მეორე ამბობს: რა გელექსება,
ბავშვი ტირის და აკვანს მიხედე.
და ასე მუდამ: არის ჭიდილი
უსასრულო და დაუსაბამო,
გაუფერულდა, როგორც მისჯილი,
ყველა დილა და ყველა საღამო.
კმარა, გეყოფათ, ნუღარ მაწამებთ,
ჩემი ცხოვრება დავას უნდება,
შვილებს ვაფიცებ, დედას ვაწყნარებ,
მერე პოეტი გამებუტება.
და წლები ასე უბრად მიდიან,
გზა, დასახსნელი, ვერსაით ვპოვე,
რომელი დავთმო, ვერ გამიგია,
ვის გავუჯავრდე: დედას თუ პოეტს?
დედა ხარ? შენ წინ ჩემს სულს ავანთებ,
მე შენს კერასთან ვსუნთქავ და ვხარობ,
პოეტს რა ვუყო, ღამეგანათევს,
ჩემი ლექსის და სიცოცხლის წყაროს.
ამ ფიქრს უთქვენოდ, არსად უვლია,
რა ვქნა, ვერც ერთი თუ ვერ გაგწირეთ,
მე ერთი ქალის ციცქნა გული მაქვს,
ორივეს ტოლად გაგინაწილებთ.