მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ დედა გახდა "სხვა ნანუკასთან" დედობაზე საუბრობს:
"დღემდე მე და ლაშა მარტო ვართ, ყველაფერს ჩვენით ვაკეთებთ - ზუკას ვზრდით, ღამეებს ვუთენებთ, ვასეირნებთ".
"იმდენად გააზრებული მქონდა და ყოველღიურად უფრო ვიაზრებ, ვერ ვიტყვი, რომ არ ვიყავი მზად. რთული იყო, მაგრამ ყველა ასაკში რთულია პირველი შვილი" - აღნიშნავს ტელეწამყვანი.
რუსკამ და ლაშამ გასული წლის მაისში იქორწინეს. წყვილი თითქმის ორი წელია, რაც საზოგადოებაში ერთად ჩნდება. ლაშამ საყვარელ ქალს ხელი იტალიაში სთხოვა, სადაც რუსკას დაბადების დღის აღსანიშნავად, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდნენ.
"ერთმანეთი მოულოდნელად გავიცანით, ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, მაგრამ მანამდე არ შევხვედრილვართ. საერთო მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანი. სულ ვამბობ, რომ როდესაც დავინახე თვალი გავაყოლე, ეგრევე ვიგრძენი რაღაც. იმ დღის მერე სულ ერთად ვართ, პაუზა არ გვქონია. ჩემზე უფროსია, 32 წლისაა, ძალიან მაბალანსებს, საერთოდ არ არის ეჭვიანი. თავად არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მნიშვნელოვანია, პირადი სივრცე ჰქონდეს" - ამბობდა რუსკა რამდენიმე თვის წინ ინტერვიუში.