285 ნახვა

საუკეთესო მეგობრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ნახეთ ასტროლოგების მიერ შედგენილ სიას, თუ ხასიათის მიხედვით, ვინ არის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის საუკეთესო მეგობარი:

ვერძი

ვერძთან ერთად შეგიძლიათ, ყველაზე დიდ ბრძოლაშიც კი წახვიდეთ და არასოდეს შეგეშინდეთ, რომ ის გიღალატებთ, ან მარტო დაგტოვებთ. ვერძის ნიშნის წარმომადგენლები ძალიან სანდო ადამიანები არიან. მათ შეუძლიათ, წვეულების კაბა მალევე გიშოვონ. გაგამხნეონ ყველაზე რთულ დროს, თქვენი საქმეები შეასრულონ... თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეჯიბრი არ უყვართ. თანაბრად ამბიციური ადამიანები მოსწონთ. თუკი გადაწყვეტთ, რომ მისი სიამაყე და თავდაჯერებულობა ცოტათი მაინც შეარყიოთ, სამუდამოდ დაკარგავთ. ვერძის ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ კომუნიკაბელური ადამიანები არიან და მათთან საერთო ენის გამონახვა რთული არ არის. ყველაზე უკეთ კი მშვილდოსნებსა და ლომებს უგებენ.

კურო

კუროს ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ ფრთხილი ადამიანები არიან და მათთან პირველივე შეხვედრის დროს შესაძლოა, საერთო ენა ვერ გამონახოთ. დაკვირვება და ამის შემდეგ დასკვნების გამოტანა უყვარს. თუმცა, თუ მისი ნდობა მოიპოვეთ, მისი სახით საუკეთესო თანამგზავრი და ერთგული მეგობარი გეყოლებათ. ისინი თხის რქისა და ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებს შესანიშნავად უგებენ. სტაბილური, საკმაოდ მოწესრიგებული და დისციპლინიანი ადამიანები არიან და შეუძლიათ, მშვიდი, საინტერესო მეგზურობა გაგიწიონ.

ტყუპები

 

ტყუპებს საერთო ენის გამონახვა ზოდიაქოს ყველა ნიშანთან შეუძლიათ... ამ ადამიანებს კომუნიკაციისა და იუმორის განსაკუთრებული უნარები აქვთ და სხვების ყურადღებას მალევე იპყრობენ. არა მხოლოდ ნიჭიერი მთხრობელები, ყურადღებიანი მსმენელებიც არიან და თუკი მათ მეგობრულად რაიმეს გაანდობთ, გულგრილ დამოკიდებულებას არასოდეს მიიღებთ. შესანიშნავად გამოსდით ურთიერთობა მერწყულებთან და სასწორის ნიშნის წარმომადგენლებთან.

კირჩხიბი

კირჩხიბები ასევე ძალიან ფრთხილი ადამიანები არიან, ამიტომაც მათი ნდობისა და სიყვარულის დამსახურება რთულია. მაგრამ, თუკი თქვენ ეს მოახერხეთ, გილოცავთ - მასზე ერთგულ და სანდო მეგობარს ვერ იპოვით. შეგიძლიათ, შუაღემეს თავისუფლად დაურეკოთ და თქვენი დარდები გაუზიაროთ, მიმართოთ რთულ დღეებში და დახმარება სთხოვოთ. კირჩხიბის ნიშნის წარმომადგენლები განსაკუთრებული ემოციურობითა და თანაგანცდის უნარით არიან დაჯილდოებულნი. მეტიც, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები სხვების გასაჭირს საკუთარ პრობლემად აღიქვამენ და ისე არიან გადაჭრაში ჩართულნი, როგორც თავიანთ ამბავზე იდარდებდნენ. განსაკუთრებით კარგად კი წყლის ნიშნებს - კირჩხიბებს, თევზებსა და მორიელებს უგებენ.

ლომი

ლომები ძალიან აქტიური და კომუნიკაბელური ადამიანები არიან და შეუძლიათ, კონტაქტების სია მუდმივად განაახლონ და გაამრავალფეროვნონ. თუმცა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებთან მეგობრობა მარტივი არ არის. ისინი ლიდერული თვისებებით არიან დაჯილდოებულნი და სულ უნდათ, ყურადღების ცენტრში იყვნენ. თუკი აქ კონკურენციას დაინახავენ, ურთიერთობის გაგრძელება უჭირთ. თუმცა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ერთგული და საკმაოდ მხარდამჭერი ადამიანები არიან და შეუძლიათ, მათთვის, ვინც გულწრფელად უყვართ არაერთი მსხვერპლი გაიღონ. ლომი შესანიშნავად უგებს ვერძის, მშვილდოსნის და ასევე საკუთარი ნიშნის, ლომის წარმომადგენლებს.

ქალწული

თუ ქალწულმა მეგობრად აგირჩიათ, ამ კავშირს ვერაფერი შეცვლის... ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს სტაბილური ურთიერთობები ყველაზე მეტად მოსწონთ და ადამიანებს არც სწრაფად ენდობიან და არც მალევე იპოვიან მათ შემცვლელს. ისინი საიმედო და დასაყრდენ ურთიერთობებს აფასებენ. ამიტომაც, თუკი მათი ნდობა მოიპოვეთ, ამას ვეღარაფერი შეცვლის. იმიტომ, რომ ვიდრე მეგობრად აგირჩევენ, იქამდე კარგად დაგაკვირდებიან და შეგაფასებენ. ქალწულები კარგად უგებენ ასევე ქალწულის, კუროსა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებს.

სასწორი

მომხიბვლელ და კომუნიკაბელურ სასწორს შეუძლია, ნებისმიერ ადამიანს გამოელაპარაკოს და თავი დაამახსოვროს. მათ მარტოობა არ უყვართ, ყოველთვის ცდილობენ, ადამიანებით იყვნენ გარშემორტყმულნი. ხშირად ამბობენ, რომ სასწორებთან ურთიერთობა ვიკიპედიას ჰგავს. ბევრი სხვადასხვა თემის შესახებ აქვთ ინფორმაცია და შეუძლიათ, საუბარში მარტივად აგყვნენ. მათთან ერთად ნამდვილად ვერ მოიწყეთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ჰაერის ნიშნების - ტყუპების, სასწორის და მერწყულის ყველაზე კარგად ესმით.

მორიელი

მორიელებს შესანიშნავი ინტუიცია აქვთ და მაშინვე ადგენენ, ვისთან ღირს ურთიერთობა და ვისთან - არა. მეგობრობის დაწყებამდე თქვენს ყველა დადებით და უარყოფით მხარეს აწონ-დაწონიან, შეგაფასებენ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტენ, ურთიერთობას. თუმცა, თუკი მორიელის ნდობა მოიპოვეთ, ის ძალიან მყარი, სტაბილური და საიმედო იქნება. მორიელებისთვის ემოციების, ენერგიის გაცვლა და დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, შესანიშნავად ესმით ისეთი ემოციური ნიშნების, როგორებიც თევზები და კირჩხიბები არიან.

მშვილდოსანი

მშვილდოსნისთვის მეგობრობა საინტერესო მოგზაურობას ჰგავს. ის მზადაა, მეგობრის პრობლემაში ბოლომდე ჩაიძიროს და გამოსავლის გზები მასთან ერთად მოძებნოს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ამოუწურავი ოპტიმიზმი და ენერგია აქვთ. ამიტომაც, მათთან ურთიერთობა ბევრ ადამიანს უყვარს. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი იპოვიან რაიმე მიზეზს, რომ გაგახარონ და გაგაბედნიერონ. მშვილდოსნები მისივე ელემენტის წარმადგენლებს - ვერძს, ლომსა და მშვილდოსანს, ყველაზე უკეთ უგებენ.

თხის რქა

იმისათვის, რომ თხის რქის მეგობრის სტატუსი დაიმსახუროთ, მკაცრი კონტროლი უნდა გაიაროთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ადამიანებს მარტივად არ ენდობიან და პირად სივრცეში მხოლოდ რჩეულებს უშვებენ. თუმცა, თუკი მათ ნდობას მოიპოვებთ, ეს ყველზე სანდო და ერთგული ურთიერთობა იქნება. თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები თავისივე ნიშნის ელემენტებთან - კუროსთან, ქალწულთან და თხის რქასთან ყველაზე უკეთ მეგობრობენ.

მერწყული

მერწყულის ნიშნის წარმომადგენლები შემოქმედებითი, განსხვავებული და ორიგინალური ადამიანები არიან. ამიტომაც მათთან ერთად თავგადასავლებისათვის მზად უნდა იყოთ. არ მოსწონთ რუტინული და ერთფეროვანი გარემო და ყველგან განსხვავებულ დეტალებს ეძებენ. მათთან ერთად ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალი და აღმოჩენებია. ხშირად ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს იმდენად განსხვავებული, მაგრამ საინტერესო იდეები აქვთ, რომ ყველას ყურადღებას იპყრობენ, თუმცა კომუნიკაცია ყველაზე უკეთ ტყუპების, სასწორის და მერწყულის ნიშნის წარმომადგენლებთან გამოსდით.

თევზები

თევზები ყველაზე მგრძნობიარე და ემოციური ადამიანები არიან და თანაგრძნობა და დახმარება შესანიშნავად გამოსდით. უანგარო სიყვარული და მხარდაჭერა შეუძლიათ და საუკეთესო მეგობრებიც არიან. ხისტ ადამიანებთან კომუნიკაციას კარგად ვერ ახერხებენ. სამაგიეროდ, წყლის ნიშნის წარმომადგენლებთან - მორიელთან, კირჩხიბთან და თევზებთან ურთიერთობა და ემოციების გაზიარება შესანიშნავად გამოსდით.

ავტორი

მარი ნოზაძე

9 ბლოგი პოსტი