302 ნახვა

ოჯახური ბედნიერება და სტაბილურობა

ოჯახური ბედნიერება და სტაბილურობა განუყოფლადაა დაკავშირებული ოჯახური ტრადიციების შექმნაში. ტრადიციები აერთიანებს ოჯახს, ასახავს მის განსაკუთრებულობას და ინდივიდუალურობას. ზოგირეთი ოჯახის ტრადიციები გადადის თაობიდან თაობაზე.

ბევრ ოჯახში არის ტრადიცია საღამოს, ხანგრძლივი დღის ბოლოს შეიკრიბონ მაგალითად სამზარეულოში ჩაის დასალევად. ჩაის დალევის პროცესში მშობლები და ბავშვები მთელი დღის ნანახს უზიარებენ ერთმანეთს, მსჯელობენ სამომავლო გეგმებზე, შესაძლოა შვებულებაზეც. ეს ტრადიცია აერთიანებს ოჯახის თითოეულ წევრს, ეხმარება შექმნას სასიამოვნო ატმოსფერო.
2 ოჯახური ტრადიცა - უპირველესად არის სითბო, სულიერი ატმოსფერო ოჯახში. რომელიც შედგება დღიური განრიგით, ცხოვრების წესით, ჩვევებით. მაგალითად ზოგ ოჯახში მიღებულია ადრე ადგომა, ცალკე საუზმობა, საუბრის გარეშე ვახშმობა, ბევრ ოჯახს არ წარმოუდგენია ცალ-ცალკე საუზმობა, გულახდილი საუბარი ვახშამზე.
3 შეგვიძლია ვთქვათ ოჯახური ტრადიციები გვეხმარება გადავლახოთ ცხოვრებისეული დაბრკოლებები, ვიგრძნოთ თავი საჭიროდ და დაცულად. მნიშვნელობა არ აქვს როგორ ჩანს სხვა ადამიანებისთვის, მთავარია ოჯახის ტრადიციები არსებითია თქვენთვის.
4 უმჯობესია შევქმნათ ოჯახური ტრადიციები ოჯახის დაბადებიდან ან პირველი შვილის დაბადებიდან, რომ თავიდანვე ვანახოთ ოჯახში ცხოვრების სილამაზე, სადაც სუფევს სიყვარული, სითბო, მზრუნველობა. ბავშვის ცხოვრებისეული ხედვა პირდაპირ იქნება დაკავშირებული რამდენად ჩამოაყალიბებენ სამყაროს სურათს მშობლები. რაც უფრო მეტ სიხარულს და პოზიტიურ ენერგიას დაანახებთ პატარაობიდანვე ბავშვს, მით უფრო ნათლად აღიქვამს სამყაროს.
5 ყველაფერთან ერთად უნდა გვახსოვდეს ჩვენი "ნამდვილი" ტრადიციები, რომელიც პატარა საქართველომ ოჯახივით შეგვიქმნა და დაგვიტოვა, რადგან ჩვენ გადავცეთ ჩვენს შთამომავლობას. ესეც ერთგვარ როლს შეიტანს ჩვენი ჯახური ტრადიციის ჩამოყალიბებაში, რადგან არ იქნება მხოლოდ კონკრეტული ადამიანის მიერ ჩამოყალიბებული აზრი, არამედ უმრავლესობის მიერ.
6 რაც მთავარია, ამ პროცესმა უნდა მიიღოს რეგულარული ხასიათი, მნიშვნელობა არ აქვს კარგი მოხდა თუ ცუდი, კარგ ხასიეთზე ხართ თუ ცუდზე.

ავტორი

დარია

36 ბლოგი პოსტი