369 ნახვა

კანის დაბერების საწინააღმდეგო მასაჟი

მასაჟი ცივი კოვზების მსუბუქი დარტყმით – კანის დაბერების საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ჭიმავს კანსა და კუნთებს. ცივი კოვზების მსუბუქი დარტყმით აქტიურდება ლიმფის მიმოქცევა, კანი ახალგაზრდავდება, ელასტიკურობასა და ტონუსს იძენს, რამდენადმე იჭიმება, ფორები იხურება, ტოქსინები გამოიდევნება, ნაოჭები ქრება. ამ ტიპის მასაჟი დადებითად მოქმედებს სახის კუნთებზე, აფერხებს მათ მოდუნებას.


[b]მომზადება:[/b]

მასაჟისათვის უმჯობესია სხვადასხვა ზომის კოვზების გამოყენება, მაგალითად, ლოყებისათვის მიზანშეწონილია უფრო დიდი ზომის კოვზები, კისრისათვის - შედარებით მცირე ზომის, თვალბუდეების მასაჟისათვის კი სასურველია პატარა ზომის კოვზები.

მასაჟის დაწყებამდე კოვზები რამდენიმე წუთით ცივი
წყლით სავსე ჭიქაში უნდა მოათავსოთ, შეგიძლიათ მაცივარშიც კი გააჩეროთ. კოვზი ისე უნდა დაიჭიროთ ხელში, რომ ის მოხერხებული იყოს თქვენთვის სახეზე მსუბუქი დარტყმებისათვის.


[b]მასაჟის ტექნიკა:[/b]

მასაჟი, საზოგადოდ, ლოყებიდან
შეკითხვა ექიმს
-გამარჯობათ,მაინტერესებს ქალიშვილობის დაკარგვა აუცილებლად სისხლის წამოსვლით დასტურდება?ახალი გათხოვილი ვარ პირველ ღამეს მქონდა ძლიერი ტკივილი და ძალა აღარ დავატანეთ ბოლომდე ხო ხვდებით მაგრამ სისხლი წამომივიდა მუქი ფერის არადა მე ვარდისფერს ველოდებოდი 2 დღე...
უნდა დაიწყოთ, კონკრეტულად ერთი ლოყიდან. დარტყმები უნდა იყოს მსუბუქი და ზომიერი, გაგრძელდეს კოვზის გათბობამდე, ამის შემდეგ კიდევ ერთხელ უნდა გაიმეოროთ მასაჟი (ანუ ისევ ჩამოუაროთ შესაბამის უბნებს) იმავე ლოყაზე და შემდეგ გადახვიდეთ მეორე ლოყაზე. იგივე პრინციპი უნდა დაიცვათ სახის სხვა უბნების მასაჟისას, ანუ დარტყმები გააგრძელოთ კოვზის გათბობამდე და მასაჟი გაიმეოროთ გამთბარი კოვზით იმავე მხარეს, მეორე ნახევარზე გადასვლამდე!

ყელზე მასაჟი ზევიდან ქვემოთა მიმართულებით უნდა გაკეთდეს, ანუ სახიდან ლავიწის ძვლების მიმართულებით (როგორც სურათზეა ნაჩვენები). ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყელის არეში კანის ასაკობრივი ჩამოკიდების წინააღმდეგ.

სასარგებლოა კოვზებით მასაჟი სახის იმ კონტურის მიმართულებით, რომელიც ნიკაპის ქვედა არიდან იწყება და ყურებამდე გრძელდება, დასასრულ, კოვზი ყურის ქვეშ, ლიმფური კვანძის არეში რამდენადმე უნდა მიიჭიროთ.

სისხლისა და ლიმფის მიმოქცევის გასაძლიერებლად გაიკეთეთ ყურების მსუბუქი მასაჟი. შემდეგ გადადით ქუთუთოების მასაჟზე.

თვალბუდეების მასაჟისას თითით უნდა დაიფიქსიროთ თვალის ცხვირისკენა კუთხე და ამ არიდან საფეთქლის მიმართულებით შეასრულოთ მსუბუქი დარტყმები პატარა კოვზით ჯერ ქვედა, შემდეგ კი ზედა ქუთუთოზე.

კანზე დიდი დატვირთვის ასარიდებლად, კოვზებით მასაჟი კვირაში ერთხელ ან ორჯერ უნდა ჩაიტაროთ.
თინათინ გოცაძე

ავტორი

დარია

36 ბლოგი პოსტი