ნურგულ ეშილჩაი თურქული სერიალების მოყვარულების ერთ-ერთი რჩეული მსახიობია. თურქეთში ის მეგავარსკვლავია და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, 2004 წელს ცოლად გაჰყვა ჯემ იოზერს, მასზე 17 წლით უფროს მსახიობს, რომელთანაც ვაჟი – ოსმან ნეჟათი შეეძინა. წყვილმა რამდენიმე წელს იცხოვრა ერთად და 2010 წელს დაშორდნენ.

განქორწინების შემდეგ ნურგულს რამდენიმე რომანს მიაწერდნენ, მათ შორის მურატ ილდიმირთან. 2018 წლიდან კი სტაბილურად ხვდება რეჟისორ ნეჯატ კოჯაბაის, თუმცა ქორწინებას არ ჩქარობს.

image
image
0 კომენტარები