პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა:

“გარკვეულ ჯგუფებს, მათ პატრონებს მცდელობა აქვთ, ძველი „კარენოი“ „ნაცები“ გვერდზე გაწიონ, იმიტომ, რომ უკვე პოლიტიკური პულსი არ ესინჯებათ. ეს მათაც იციან, საკუთარი პარტიის ოფისიც გაყიდეს - როგორ ფიქრობთ, პარტია, რომელსაც პრეტენზია და ამბიცია აქვს, ხელისუფლებაში მოვიდეს, საკუთარი პარტიის ოფისს გაყიდის? არა, მათაც იციან, რომ დამთავრებულები არიან, იმიტომ, რომ მათზე ფსონს უკვე მათი პატრონები აღარ აკეთებენ.

პატრონებმაც იციან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „გვარამიები“ - ვითომ ახალი სახე რომ შექმნეს, დამთავრებულები არიან და 5 ნომერს და მათ განაყოფს არასდროს შემოხაზავს ქართული საზოგადოება. ამიტომ, ახლა ფსონს აკეთებენ ვითომ ახალ სახეებზე პოლიტიკაში - ხაზარაძის „ლელო“ და გახარია. რომ თანამშრომლობდნენ წლების განმავლობაში „ლელო“ და მისი ლიდერები რეჟიმთან და ის სისაძაგლეები, რასაც სჩადიოდნენ ერთად, პატიმრებს რომ სასესხო ვალდებულებებს ჰკიდებდნენ, ჰგონიათ, რომ ეს ქართულმა საზოგადოებამ არ იცის. ამიტომ, მცდელობა აქვთ მათ პატრონებს, რომ ეს ახალი ე.წ. „ტოპ ტვინები“ ჩაენაცვლონ უკვე დაზიანებულ „ნაც რადიკალებს“ და არ გამოსდით. მათგან უნდათ, რომ გმირი გამოიყვანონ - არ გამოვა ხაზარაძისგან გმირი, ჩვენ ვიცით ის რასაც წარმოადგენს, ისევე როგორც დანარჩენი ლიდერები. ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ რას სჩადიოდა, რას აკეთებდა, როგორ მოიხვეჭა ქონება და რეჟიმთან როგორ თანამშრომლობდა, ასე რომ, სულ ტყუილად ცდილობენ”.

0 კომენტარები