❗️❗️❗️🇮🇱🇮🇷ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის აღარ არის დაინტერესებული ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებებსა და შეთანხმებებში.

🔘 ნეთანიაჰუს თქმით, ირანი მიზანმიმართულად ცდილობს მოლაპარაკებების პროცესის გაწელვას, რათა მოატყუოს მსოფლიო და მოიგოს დრო, მაშინ როცა რეალურად აგრძელებს ბირთვული იარაღის შექმნას და ბალისტიკური რაკეტების არსენალის გაზრდას — იმ რაკეტებისა, რომლებიც ისრაელის მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული.

🔘 „მათ სურთ წარმოაჩინონ თითქოს დიალოგში არიან ჩართული, მაგრამ ეს მხოლოდ საფარველია იმ ორი უმნიშვნელოვანესი საფრთხის გასაღრმავებლად, რაც ისრაელის არსებობას ემუქრება. ჩვენი სადაზვერვო წყაროები ამაზე ძალიან მყარ ინფორმაციას გვაწვდიან. ეს ფარსი აღარ გაგრძელდება,“ — ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.

🔵 ამგვარად , ნეთანიაჰუმ ყველაფერს ნათელი მოჰფინა- ომი გაგრძელდება ირანის ფუნდამენტალისტური რეჟიმის დემონტაჟამდე, რასაც გამოიწვევს უწყვეტი და დაუსჯელი საჰაერო იერიშები ირანის ბირთვულ და სამხედრო-სარაკეტო ობიექტებზე

0 კომენტარები