ტრამპმა საქართველოს 9 აპრილის დამოუკიდებლობა რუსული ოკუპაციის კანონგარეშედ გამოცხადებით მოგვილოცა!

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა და კანონის ძალა შესძინა კონგრესის მიერ დამტკიცებულ აქტს ,,საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის მიერ ოკუპაციის შესახებ''!

ეს არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც ყველა ქვეყანა და ფინანსური ინსტიტუცია, ვინც დაარღვევს ,,ოკუპაციის კანონს'' დაუწესდებათ როგორც ამერიკული ასევე, საერთაშორისო-ფინანსური ინსტიტუტების სანქციები!

ამ აქტის თანახმად, ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიიღებს აშშ–ისგან ფინანსურ დახმარებას, რომელიც აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ,,დამოუკიდებლობას'' და დაამყარებს მათთან დიპლომატიურ ურთიერთობას.

აქტში ხაზგასმით წერია, რომ ,,აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები...''

ამას გარდა, აშშ წინააღმდეგი იქნება ნებისმიერი სახის დახმარებისა (სესხი, კრედიტი ან გარანტია) ნებისმიერ პროგრამაზე, რომელიც ლახავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას!

ანუ ტრამპის ხელმოწერით, აფაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ,,დამოუკიდებლობა'' და რუსული ოკუპაცია კანონგარეშედ გამოცხადდა მთელი ცივილიზებული მსოფლიოს სახელით!

და სიმბოლურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ეს კანონი 9 აპრილისთვის დაამტკიცა - გაერომ და მთელმა მსოფლიომ საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი (აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით) ხომ ზვიად გამსახურდიას ძალისხმევით ჩატარებული 1991 წლის 31 მარტის დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და 9 აპრილს მიღებული დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე სცნო!

/გაიზიარეთ და გააზიარეთ!/

image
0 კომენტარები