მურადის მღვიმე - საქართველო.
რას ნახავ მურადის მღვიმეში?
4 მეტრი სიგანისა და 1 მეტრი სიმაღლის შესასვლელის გავლის შემდეგ მღვიმეში ორი დიდი დარბაზი დაგხვდება, სადაც საოცარი სილამაზის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებსა და ნაღვენთებს ნახავ. აქ არის ბურთის ზომის პრიალა სტალაგმიტები, რომლებიც მთელ მსოფლიოში უნიკალურია.
მღვიმეს რამდენიმე პატარა განშტოება და სართული აქვს. დარბაზში წარმოდგენილია ვიწრო, მილისებრი გადასასვლელები. ჭერის მაქსიმალური სიმაღლე 10-15 მეტრია, საერთო სიგრძე კი - დაახლოებით 150 მეტრი. გამოქვაბული 15 მეტრის სიღრმის სამი ჭით ბოლოვდება. რაც შეეხება მღვიმის ასაკს, ის 80 000-იდან 100 000 წლამდე უნდა იყოს.

image
0 კომენტარები