"მე უკვე ძალიან პოპულარული ვარ, ხალხისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ და ამისთვის UFC-ის დიდ მადლობას ვუხდი. თუ ამ ბრძოლას მოვიგებ, ჩემს ანგარიშზე უკვე ოთხი ყოფილი ჩემპიონის დამარცხება იქნება.
სამი უკვე დავამარცხე და შონ ო’მალი რიგში მეოთხეა. UFC-ის ჩემპიონობა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ახლა მხოლოდ ბრძოლაზე ვარ ფოკუსირებული და როდესაც ჩემპიონი გავხდები, ემოციებს აუცილებლად გაგიზიარებთ," - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალისთან დაპირისპირების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

image
0 კომენტარები