ბლიცი „მე“-სთან:
მაღიზიანებს - სტერეოტიპები...
ვგრძნობ - უფლის მფარველობას...
მეშინია - რომ, ერთ დღესაც ვერ გავუძლებ, რასაც აქამდე ვუძლებდი...
ვიცი - რომ არ არის ცხოვრება მარტივი...
არ ვიცი - რა არის შური და ბოღმა...
შემიძლია - ბევრი რამ... ყველაზე კარგად ადამიანების გამხიარულება გამომდის, მაშინაც კი თუ სამყარო მემხობა თავზე...
არ შემიძლია - პირფერობა, ტყუილი, ორპირობა...
ვმეგობრობ - საკუთარ თავთან...
ვაპატიებ - ყველაფერს, მაგრამ შემდეგ სამუდამოდ ვიშორებ ცხოვრებიდან...
ვტირი - აღარ, ცრემლები გამიშრა...
ვიცინი - როცა კარგ ხასიათზე ვარ;
ვეძებ - თავგადასავალს, ემოციებს;
ღირსი ვარ - ალბათ, რასაც ვიღებ, იმის...
ვჩხუბობ - ძალიან იშვიათად...
ვკარგავ - რაც დრო გადის, ნდობას ადამიანების მიმართ...
ვემალები - ფიზიკურ მდგომარეობას და უკან ვაქცევ ჩრდილის ეფექტში...
ვემტერები - სიზარმაცეს და პესიმიზმს...
მახსოვს - თითქმის ყველაფერი, ზურგს უკან ნათქვამი სიტყვები ყველაზე მწარედ... მაგრამ, მაინც ყველაზე მეტად, ზურგს უკან მოლაპარაკეები მმატებენ ძალას ვიყო შეუპოვარი...
მრცხვენია - იმ ადამიანების ნაცვლად, რომლებიც განსხვავებულობის გამო ალმაცერად მიყურებენ და ჰგონიათ არაფერი გამომივა...
ვუარყოფ - დანებებას...
ვმალავ - ტკივილს, თან ისე ლამაზად, ხალხს ჩემი ბედნიერების შურს..
ვინახავ - გულით ნათქვამ სიტყვას...
მწამს - ღმერთის...
მიკვირს - ადამიანების, ვინც დღემდე ვერ ეგუებიან ჩემს ფიზიკურობას...
მიხარია - ჩემი მიმდინარე ცხოვრება...
ვდარდობ - სუუულ...
ვაკეთებ - იმას, რაც მომწონს და სიცოცხლედ მიღირს...
ვეფერები - თითოეულ წამს...
მსიამოვნებს - ზაფხული და ყავა...
მესიზმრება - გამართული ნაბიჯებით სიარული...
ვეხმარები - ვისი დახმარებაც შემიძლია ყველას...
ვეწევი - ყოველდღე, პოეტურ ცხოვრებას...
მწყინს - როდესაც ადამიანების შრომა სათანადოდ არ ფასდება...
ვხარჯავ - დროს...
ვღალატობ - საკუთარ სურვილებს...
ვკამათობ - როცა საუბრის თემა ჩემთვის საინტერესოა...
ვუხეშობ - უსამართლობას როცა ვაწყდები...
ვუსმენ - გულისხმას...
ვყოყმანობ - ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას...
ვუყურებ - საკუთარ თავს, სარკეში...
ვკლავ - ნეგატიურ აზრებს...
ვცხოვრობ - უბრალოდ და მარტივად...
ვცემ - პატივს, სხვის აზრს...
ვასრულებ - რაც მევალება...
დავდივარ - ფიქრებში და ოცნებებში...
ვმკურნალობ - ცუდ განწყობას, ენაკვიმატობით 😆
ვერიდები - ფარისევლებს...
ვთამაშობ - კარგად ყოფნას როცა სამყარო მენგრევა თავზე...
ვიტყუები - არასდროს...
ვეთაყვანები - არაფერს...
ვგიჟდები – ადამიანი განათლების დონით რომ არ ტრაბახობს...
მიყვარს - თავგადასავლები...
ვოცნებობ - 🤔 ვიბრძვი, რომ ყველა ოცნება რეალობად ვაქციო...
ვფიქრობ- ბევრს...
მძულს - უგულო სიყვარული;
ვნანობ - რამდენიმე გამოუყენებელ შესაძლებლობას...
კმაყოფილი ვარ - მაკმაყოფილებს ყველაფერი საუკეთესო... 😆
მენატრება - ძველი ურთიერთობები, გაჯეტების გარეშე...
მსურს - ბოლო მოეღოს ციტატით: „ხალხი რას იტყვის“ ცხოვრებას...
ვაგროვებ - საინტერესო ადამიანებს...
ვიხდი - გადასახადებს... 😆
ვალამაზებ - არ ვიცი, ალბათ არაფერს...