როგორ მოვუაროთ ლეპტოპს 🎯
რაც არ უნდა მძლავრი და ძვირადღირებული ლეპტოპი გქონდეთ, ის მაინც მალევე გაფუჭდება თუ სათანადოდ არ მოუარეთ და სწორი ექსლპუატაცია თუ არ გაუწიეთ
✅ ნუ დადგამთ სითხით სავსე ჭიქას ლეპტოპის სიახლოვეს. ბევრს უყვარს ყავის, ჩაის ან რაიმე სასმელის დალევა კომპიუტერთან მუშაობისას. სულ მცირე გაუფრთხილებლობა და ეს სითხე შეიძლება კომპიუტერში აღმოჩნდეს (იქ მოხვედრა გაუჭირდება თუ რა). სითხე დენის კარგი გადამტანია, რის შედეგადაც ზიანდება მიკროელექტრონული კომპონენტები და კომპიუტერიც იწვება. შეიძლება კომპიუტერი მაშინვე არ ჩაქრეს, მაგრამ ჩასული სითხე რამოდენიმე დღეში იწვევს დეტალების დაჟანგვას და ლეპტოპიც წყვეტს მუშაობას. სულ მცირე, კლავიატურის მწყობრიდან გამოსვლა გარანტირებულია.
✅ გაუფრთხილდით ეკრანს - ნუ დადებთ დაკეცილ ლეპტოპზე წიგნს ან რაიმე ნივთს. ნუ დაიჭერთ დაკეცილ ლეპტოპს ცალი ხელით , ისე რომ ეკრანის სახურავზე დაწოლა მოხდეს. ზოგიერთი მომხმარებელი სახურავს ცალი ხელით მარჯვენა ან მარცხენა გვერდიდან ხსნის. ასეთი გადაწევის ან დაწოლის შედეგად ეკრანი დეფორმირდება, მის მატრიცაზე მიკრო კონტაქტები ჩაწყდება რაც გამოიწვევს დისპლეიზე ზოლების გაჩენას. ხშირად ტყდება ეკრანის სამაგრებიც. სახურავს ცალი ხელი უნდა მოვკიდოთ ზუსტად შუა ნაწილში (რომ ძალა თანაბრად განაწილდეს), მეორეთი უნდა დავაკავოთ კომპიუტერის ქვედა ძირი და ისე უნდა გადავწიოთ ეკრანი. ხშირია შემთხვევები, როდესაც მუშაობის დასრულების შემდეგ დაღლილ ადამიანს კლავიატურაზე რჩება ფლეშკა, კალამი ან მაუსი და როდესაც სახურავს დაახურებს, ეკრანის მსხვრევის ხმა ძალიან ძვირი უჯდება.
✅ კვების ბლოკის (დამტენის ) კაბელი არ უნდა ედებოდეს ფეხებში ადამიანს. ხდება, რომ კაბელს პატრონი ან გვერდით გამვლელი ადამიანი წამოედება, ან სკამის ფეხებში აიხლართება, რის შედეგადაც ლეპტოპი შეიძლება გადმოცურდეს და იატაკზე იატაკზე დაეხეთქოს . ამას მოყვება პირველ რიგში ვინჩესტერის გაფუჭება, ინფორმაციის დაკარგვა, ეკრანის გატეხვა,ლეპტოპის სიკვდილი. შეიძლება მინიმალური დაზიანებით გადავრჩეთ, მაგრამ ამის შანსი 1-2% თუა. იგივე ეხება კვების ბლოკს (დამტენს), ისიც შეიძლება დაზიანდეს თუ იატაკზე დაეცა.
✅ ასევე USB ფლეშკას ან კაბელს ზოგჯერ სხვა პორტში აერთებენ მაგ. HDMI-ში ან LAN-ში. რამაც შეიძლება კომპიუტერის ან პორტების პარალიზება გამოიწვიოს.
✅ დაუშვებელია ჩართული ლეპტოპის რბილ ზედაპირზე დადება. დივანზე , საწოლში , მუხლებზე დადება. დააკვირდით, ლეპტოპს ქვედა ძირზე აქვს საჰაერო ვენტილაციისთვის ჭრილები, ეს გასასვლელები არ უნდა დაიხშოს, კომპიუტერმა უნდა ისუნთქოს, თორემ გადახურდება და გადაიწვება. ლეპტოპი უნდა იდოს სწორ ზედაპირზე, რომ ქვემოდან ჰაერი აკრიფოს, ზაფხულში კარგია სპეციალური სადგამი ქულერის გამოყენება, რაც დამატებითი გაგრილებაა. არ ღირს ძვირი და ყველგან იშოვება.
✅ პროფილაქტიკური გაწმენდა. ეს აუცილებელია მინიმუმ 6 თვეში ერთხელ, ვინაიდან ჰაერის შეწოვისას ლეპტოპის ქულერსა და რადიატორის წვრილ კბილებში გროვდება მტვერი, ჭუჭყი, რაც სქელ ფენად ედება და ნამუშევარი ჰაერის გამოსვლას ხელს უშლის. რა თქმა უნდა ეს სპეციალისტმა უნდა გააკეთოს.
✅ ლეპტოპი აუცილებლად ჩადეთ მისი ზომის ჩანთაში. ეს მას მეტ-ნაკლებად იცავს გაუთვალიწინებელი მექანიკური ტრავმებისგან
მზად ვარ დამატებითი შეკითხვებისთვის
ტელ: Viber : Whatsapp : 599 03 09 55
მადლობა ყურადღებისთვის

image
0 კომენტარები