ოპოზიციური პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი:
"BlackRock"-მა პროექტ "უკრაინას" - "წითელი ბარათი" ამოუღო. მან უარი თქვა თავის ამბიციურ გეგმებზე - ქვეყნის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის თაობაზე. თავდაპირველად, იგეგმებოდა უკრაინული "რენესანსის" პროექტი მომგებიანად გაყიდულიყო უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომელიც 10-11 ივლისს რომში უნდა გაიმართოს. თუმცა, ბოლო მომენტში ამერიკისა და მსოფლიო ფინანსური ბაზრის უმსხვილესმა საინვესტიცი ოფონდმა "BlackRock-მა” დახურულად
გამოაცხადა თავისი პროექტი, რომელიც უკრაინის ეკონომიკაში ინვესტორების მოძიებას ითვალისწინებდა. ოფიციალური მიზეზი გახდა უკრაინული აქტივებით ბაზრის მიმართ ინტერესის დაკარგვა.
ფონდი "BlackRock" 2024 წელს გახდა კიევის ოფიციალური მრჩეველი, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადაწყვიტა დაეფიქსირებინა ამ ურთიერთობებით მიყენებული ზარალი და უარი ეთქვა უკრაინასთან"ტოქსიკურ აქტივებზე". თავდაპირველად, ფონდი გეგმავდა მინიმუმ 500 მილიონი დოლარის მოზიდვას დასავლეთის მთავრობებისგან და 2 მილიარდი დოლარის - კერძო ინვესტორებისგან. ამ კაპიტალზე დამატებით შესაძლებელი იქნებოდა 15 მილიარდი დოლარის ობლიგაციების გამოშვება. თუმცა, თანხების მოზიდვა ვეღარ მოხერხდება.
ამის ინტერესი არ გამოუჩენიათ არც აშშ-ს, არც ისეთ ევროპულ ქვეყნებს, როგორიცაა: იტალია, გერმანია და პოლონეთი. ასევე, არც ბრიტანეთის საინვესტიციო ფონდებსა და სპარსეთის ყურის მონარქიებს. ბრიტანეთის ამჟამინდელი საინვესტიციო ინტერესი მიმართულია უფრო "შუა დერეფნის" პროექტისადმი და საქართველოში საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურების განვითარებისაკენ. თავად კიევის დაფინანსების თემა უკვე ტოქსიკურ თემად იქცა თვით "BlackRock-ისთვისაც” კი, მსესხებლის გადახდისუნარიანობაში დიდი ეჭვების გამო."
ზურაბ ჩხაიძე: არსებულ სიტუაციაზე საუბარი მხოლოდ იმიტომ გადავწყვიტე, რომ სიმართლე არ დაიკარგოს იმ აბსურდულ ბრალდებებსა და დაუსაბუთებელ სპეკულაციებში, რასაც ბოლო დღეებში კონკრეტული ჟურნალისტებისგან ვისმენ.
რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილი ნამდვილად დააკავეს, შენახვის უფლებით ოფიციალურად გაფორმებული იარაღის, ხაზს ვუსვამ, გაფორმებული იარაღის ერთი სახლიდან მეორეში - აგარაკზე უნებართვოდ გადატანის გამო. ეს, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა, მაგრამ ერთ-ერთი მსუბუქი კატეგორიის.
მიუხედავად ამისა, პროკურატურამ აღკვეთი ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა - წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. სასამართლომ, ყველა არსებითი გარემოების გათვალისწინებით - ნასამართლობის არქონა, პიროვნული მახასიათებლები, მუდმივი სამსახური ევროპაში და სხვა - საპატიმრო გირაო შეუფარდა (მაქსიმალურად მაღალი ოდენობით). პროკურატურა გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს. საბოლოო შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამ ფონზე მელაძის ჟურნალისტები სვამენ აბსურდულ კითხვებს - „როგორ დაალაგე საქმე სასამართლოში?“ - ამ დროისთვისაც, ჩემი შვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. და არც ის ვიცი, რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო.
ჩემს ოჯახს ნამდვილად დიდი სანერვიულო შეხვდა, მაგრამ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. და როგორც მე ვემორჩილები მის თითოეულ ნორმას, იგივე უნდა იყოს სხვისთვისაც - იქნება ის ჟურნალისტი თუ სხვა პროფესიის ადამიანი. არავის აქვს უფლება, გამოგონილი ტყუილები და განზრახ გავრცელებული დეზინფორმაცია, თავისი პოლიტიკური მითების გასამყარებლად გამოიყენოს.
ნაც პროპაგანდისტები ამბობდნენ რომ დიფ სთეითს მხოლოდ რუსეთის და საქართველოს დიდი თანამდებობების პირები იყენებენ არადა 2023 წლის მარტში დონალდ ტრამპმა განაცხადა რომ დიფ სთეითი ანგრევს ამერიკას და დღემდე დიფ სთეითისგან მართულ შექმნილ ძალებს ერჩის მაგალითად მექსიკელების პროტესტი ლოს ანჯელესში და მათ პოლიცია ოპოზიციის ენით "სასტიკად"ხოლო სამართლებრივი პოზიციიდან კანონის შესაბამისად ექცეოდა და თუ გავითვალისიწინებთ ბაიდენის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს 2021-2024 წლებში 21,7 მილიონი ლარი დახარჯა USAID-მა ტრენინგებისთვის სახელმწიფოს გადასტრიალებლად
“ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სტუმრად გადაცემაში - “აქტუალური თემა”:
“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ხუთ თვეში, რაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მუშაობს, ქართულმა საზოგადოებამ 2003-2012 წლებში არსებული ჯოჯოხეთური პროცესები დაჩქარებულად იხილა.
სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩადენილი დანაშაულების მასშტაბები გაცილებით დიდია, ვიდრე ეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნახა საზოგადოებამ. თუმცა ამ ხუთ თვეში წარმოდგენილი მასალა საკმარისია იმისთვის, რომ ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორიც „ნაცმოძრაობაა“ პოლიტიკურ სივრცეში აღარ არსებობდეს.
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობის ხუთი თვის თავზე დავწერთ დასკვნას, რომელიც პირდაპირი გაგებით ისტორიული იქნება. სამწუხაროდ, საქართველოში არცერთ აქამდე არსებულ პოლიტიკურ პროცესზე მსგავსი შეფასება არ გაკეთებულა, რაც ცუდია.
საგამოძიებო კომისიის მიერ დადებულ დასკვნას და ამ დასკვნიდან გამომდინარე შედეგებს მომავალი თაობები, პოლიტიკოსები დახედავენ და ის უბედურებები აღარ განმეორდება, რაც„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს იყო. თავის დროზე, მაგალითად, 90-იანი წლებიც რომ ასე შეგვეფასებინა, შეიძლება ბევრი რამ ნაკლებად მომხდარიყო.
საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებული დასკვნა იქნება უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ისეთი პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორიც „ნაცმოძრაობაა“, არ უნდა არსებობდეს.
არსებობს გარკვეული პროცედურები, რასაც ვერ გავექცევით. შესაბამისად, სავარაუდოდ, თვითმმართველობის არჩევნებამდე სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ მოესწრება. თუმცა, ეს ყველაფერი სამართლებრივი პროცედურების საკითხია, მთავარი კი ისაა, რასაც საზოგადოება ამ დასკვნაში ნახავს.
რამდენიმე მიმართულება იქნება საგამოძიებო კომისიის მიერ მიღებულ დასკვნაში და ყველა მათგანს ექნება საკმარისზე მეტი მტკიცებულება იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაცმოძრაობა“ ანტისახელმწიფოებრივად და ანტიკონსტიტუციურად გამოაცხადოს”.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი „ლელოსა“ და გახარიას პარტიის შესახებ:
“ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავდით, რომ მიმდინარეობდა ერთგვარი ახლებურად შეფუთვის პროცესი ე.წ. რებრენდინგის პროცესი გარე პატრონების მიერ რადიკალური ოპოზიციის ძალების, მაგრამ თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“.
დაინახეს რა პატრონებმა, რომ აი ამ ბნელ ძალას, რომელმაც ასეთი სისხლიანი გზა გამოატარა ქართულ საზოგადოებას, არანაირი შანსი არ ჰქონდათ, პირიქით აღიზიანებდა საზოგადოებას მათი საარჩევნო ნომერი, მათი პარტიის სახელწოდება, ასევე „ნაცების“ ბანდის წიაღიდან აღმოცენებული ე.წ. პარტია „ახალი“. შესაბამისად მათ გადაწყვიტეს, შეექმნათ ილუზია საზოგადოებაში, რომ ეს არის ახალი პოლიტიკური ძალა, თუმცა გეტყვით, რომ გახარიას პარტიაც და პარტია „ლელოც“ არის ამ წიაღიდან აღმოცენებული ძალები. „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში დაბადებული ძალაა ორივე და არის ერთი ხის რამდენიმე ტოტი, ოღონდ გამხმარი ტოტები არიან, იმიტომ, რომ მათ არანაირი პერსპექტივა აღარ გააჩნიათ ჩვენს საზოგადოებაში. ამიტომ ეს ბოლო ცდა არის ერთგვარი რებრენდინგი გააკეთონ, რომ ახლებურად შეფუთონ და საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ქართული საზოგადოება ასე მარტივად არ ტყუვდება. ამ შემოტანილ ფანდებსა და ხრიკებს არ წამოეგება, თავისთავად ცხადია და ის თავის სათქმელს იტყვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს“.
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა:
“გარკვეულ ჯგუფებს, მათ პატრონებს მცდელობა აქვთ, ძველი „კარენოი“ „ნაცები“ გვერდზე გაწიონ, იმიტომ, რომ უკვე პოლიტიკური პულსი არ ესინჯებათ. ეს მათაც იციან, საკუთარი პარტიის ოფისიც გაყიდეს - როგორ ფიქრობთ, პარტია, რომელსაც პრეტენზია და ამბიცია აქვს, ხელისუფლებაში მოვიდეს, საკუთარი პარტიის ოფისს გაყიდის? არა, მათაც იციან, რომ დამთავრებულები არიან, იმიტომ, რომ მათზე ფსონს უკვე მათი პატრონები აღარ აკეთებენ.
პატრონებმაც იციან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, „გვარამიები“ - ვითომ ახალი სახე რომ შექმნეს, დამთავრებულები არიან და 5 ნომერს და მათ განაყოფს არასდროს შემოხაზავს ქართული საზოგადოება. ამიტომ, ახლა ფსონს აკეთებენ ვითომ ახალ სახეებზე პოლიტიკაში - ხაზარაძის „ლელო“ და გახარია. რომ თანამშრომლობდნენ წლების განმავლობაში „ლელო“ და მისი ლიდერები რეჟიმთან და ის სისაძაგლეები, რასაც სჩადიოდნენ ერთად, პატიმრებს რომ სასესხო ვალდებულებებს ჰკიდებდნენ, ჰგონიათ, რომ ეს ქართულმა საზოგადოებამ არ იცის. ამიტომ, მცდელობა აქვთ მათ პატრონებს, რომ ეს ახალი ე.წ. „ტოპ ტვინები“ ჩაენაცვლონ უკვე დაზიანებულ „ნაც რადიკალებს“ და არ გამოსდით. მათგან უნდათ, რომ გმირი გამოიყვანონ - არ გამოვა ხაზარაძისგან გმირი, ჩვენ ვიცით ის რასაც წარმოადგენს, ისევე როგორც დანარჩენი ლიდერები. ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, ვინ რას სჩადიოდა, რას აკეთებდა, როგორ მოიხვეჭა ქონება და რეჟიმთან როგორ თანამშრომლობდა, ასე რომ, სულ ტყუილად ცდილობენ”.