385 ნახვა

დამწვარი მთვარე

ყოველ საღამოს მე ვუცდი მთვარეს,
როდის ამოვა ან რომელ მხარეს.
ვხედავ ამოდის ვუსწორებ თვალებს
და მასში ვხედავ სიცოცხლის ბზარებს.

ერთ დროს ყოფილა ჩემსავით ისიც
და ამოსულა ის დღესთან დღისით.
ის სიყვარულით მზისა დამწვარა,
იგი მზის მზერის ეშხით დამწვარა.

ღმერთმა ისინი ცალკე გაყარა,
მთვარე კი მაინც უმზეოდ იწვის,
მზე ასე მთვარეს რამ შეაყვარა
რომ ვეღარ ნახანს, მან ესეც იცის.

ის ღამ-ღამობით მაინც ამოდის,
მას მზის დანახვა წყალივით უნდა.
მთვარეს თვალებზე ცრემლი ჩამოსდის
და გააგრძელებს მის ძებნას მუდამ.

დაეხეტება ღრუბლებში ღამე,
მზის შესადარი ვერვინ იპოვა.
იქნებ მან მზისგან მოძებნოს რამე,
მზემ კი წერილიც არ დაუტოვა.

ადრე თუ გვიან იცის რომ ნახავს,
და მზის მშვენება არ შეულახავს,
მას ისევ ეწვის ნაიარევი
და სიყვარულით დავიარები.

ასე მიყვება ყოველ საღამოს,
შენზე მიამბობს ის ყოველ ღამე.
იგი მზის სახელს არსად არ ამბობს,
შენ მზე ხარ, მე კი დამწვარი მთვარე.

7 აგვისტო 2005 წ.
გოგიტა გოგილაშვილი

ავტორი

დარია

36 ბლოგი პოსტი