196 ნახვა

რატომ გვცვივა თმა გაზაფხულზე

თმის ცვე­ნა ერ­თნა­ი­რად სტრე­სუ­ლია რო­გორც ქა­ლე­ბის­თვის, ისე მა­მა­კა­ცე­ბის­თვის და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­ურ­დე­ბა სე­ზო­ნე­ბის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად.

რო­გორც წესი, მა­მა­კა­ცებ­ში თმის ცვე­ნის ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზი ან­დრო­გე­ნუ­ლი ალო­პე­ცი­აა, ხოლო ქა­ლებ­ში - ტე­ლო­გე­ნუ­რი თმის ცვე­ნა, რა­საც შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზი ჰქონ­დეს. მა­გა­ლი­თად, ორ­გა­ნიზ­მში არ­სე­ბუ­ლი ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი, გა­და­ტა­ნი­ლი ვირუ­სე­ბი, იქ­ნე­ბა ეს გრი­პი, კო­რო­ნა­ვირუ­სი თუ სხვა, პოსტსამ­შო­ბი­ა­რო პე­რი­ო­დი, სხვა­დას­ხვა მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტის (მა­გა­ლი­თად, რკი­ნის) ნაკ­ლე­ბო­ბა და სხვა.

დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 100 ღერი თმის დაც­ვე­ნა ნორ­მად მი­იჩ­ნე­ვა. დაც­ვე­ნი­ლი თმის ად­გი­ლას სწრა­ფად გვეზ­რდე­ბა ახა­ლი და ხან­და­ხან ეს ისე ხდე­ბა, ვერც ვამ­ჩნევთ ხოლ­მე. თუმ­ცა გახ­ში­რე­ბუ­ლი ცვე­ნა სწრა­ფად ხდე­ბა დის­კომ­ფორ­ტის მი­ზე­ზი, რად­გან ვი­ზუ­ა­ლუ­რად აი­სა­ხე­ბა ხოლ­მე.

რო­გორც წესი, თუ ტე­ლო­გე­ნუ­რი თმის ცვე­ნის უკან სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი არ დგას, მისი 3-4-თვი­ა­ნი ფა­ზის შემ­დეგ ჩვე­ნი თმის ფო­ლი­კუ­ლე­ბი ძველ მდგო­მა­რე­ო­ბას უბ­რუნ­დე­ბა. რიგ შემ­თხვე­ვებ­ში კი სპე­ცი­ა­ლის­ტის დახ­მა­რე­ბა და მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ჩა­რე­ვაც შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვჭირ­დეს. იმ მი­ზეზ­თა შო­რის, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა გა­ზა­ფხულ­ზე თმის ცვე­ნა დაგ­ვე­წყოს მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა საკ­მა­ოდ ხში­რია. რო­გორც წესი, ამ პე­რი­ოდ­ში ახა­ლი ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის ნაკ­ლე­ბო­ბაა, ბევ­რი ჩვენ­გა­ნი უმე­ტე­სად პურ-ფუნ­თუ­შე­უ­ლი­თა და პრო­ცე­სი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბით იკ­ვე­ბე­ბა, რაც ორ­გა­ნიზ­მში სა­ჭი­რო ელე­მენ­ტე­ბი­სა და მი­ნე­რა­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას იწ­ვევს. ამან შე­იძ­ლე­ბა რო­გორც თმის, ისე ფრჩხი­ლე­ბის სი­სუს­ტე და კა­ნის პრობ­ლე­მე­ბიც გა­მო­იწ­ვი­ოს.გარ­და იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად სპე­ცი­ა­ლისტს უნდა მივ­მარ­თოთ, შეგ­ვიძ­ლია, მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად ეფექ­ტუ­რი გა­რე­გა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც გა­მო­ვი­ყე­ნოთ შამპუნის სახით.

ავტორი

დარია

36 ბლოგი პოსტი