374 ნახვა

როგორ გავიძლიეროთ სუსტი იმუნიტეტი?

თუ ჩვეულებრივზე ხშირად ცივდებით ან სხვადასხვა ინფექცია გაწუხებთ, ეს უპირველესი ნიშანია, რომ სუსტი იმუნიტეტი გაქვთ. საყურადღებო სიმპტომია გამოჯანმრთელების ნელი პროცესიც: თუ თქვენს გამოჯანმრთელებას ჩვეულებრივზე მეტი დრო სჭირდება, ეს სუსტ იმუნიტეტზე მიუთითებს. კიდევ ერთი ნიშანი უნდა დავასახელოთ: ეს არის მუდმივი გადაღლა - როცა ადვილად იღლებით და დაღლილობის შეგრძნებას ვერ იშორებთ, ესე იგი, თქვენი ორგანიზმი მეტისმეტად „იხარჯება“ ინფექციასთან ბრძოლისას და ძალების აღდგენას ვერ ახერხებს.

- ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რეკომენდებულია სხვადასხვა ფაქტორის კომბინაცია, მაგრამ ძირითადი სტრატეგია, რომელიც იმუნურ სისტემას გააძლიერებს, ასეთია: სწორი კვება, ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, ცილებით და ჯანსაღი ცხიმებით მდიდარი, დაბალანსებული კვების რაციონი - ეს ორგანიზმს აუცილებელი საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს და იმუნურ სისტემასაც აძლიერებას. საკვები რაციონი უნდა შეიცავდეს C, D, E ვიტამინებით მდიდარ პროდუქტებს, ასევე, თუთიითა და სელენით მდიდარ საკვებს.

აუცილებელია, ყოველდღიური ფიზიკური აქტივობაც, რადგან ამას შეუძლია მნიშვნელოვნად გააძლიეროს იმუნიტეტი. კუნთების წვრთნა და ვარჯიში ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასაც აუმჯობესებს. სასურველია, კვირაში სულ მცირე, 150 წუთი დავუთმოთ ზომიერი ინტენსივობის ვარჯიშს. არ უნდა დავივიწყოთ ძილის მოწესრიგებაც - ეს გადამწყვეტი ფაქტორია ძლიერი იმუნური სისტემის შესანარჩუნებლად. მიზნად დაისახეთ, რომ ღამით 7-9 საათს იძინოთ - ეს აუცილებელია, რომ თქვენმა ორგანიზმმა დაისვენოს და ძალები აღიდგინოს;

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკმაო რაოდენობით წყლის მიღება უღარესად მნიშვნელოვანია ადამიანის იმუნური სისტემისთვის. აუცილებელია ოპტიმალური ოდენობით და სწორად წყლის მიღება - ანუ კვებამდე 30 წუთით ადრე. ჭამის დროს წყალი არ უნდა მიიღოთ - მისი დალევა შეიძლება კვების დასრულებიდან ერთ საათში.

ავტორი

დარია

36 ბლოგი პოსტი