138 ნახვა

გუბურა და გოჭები ანუ ჩვენ და სამშობლო

უხილავი მზის სხივების ქვეშ მყოფმა სამმა გოჟმა გადაწყვიტა გასაგრილებლად იქვე პატარა გუბურაში ბანაობა. გუბურა პატარა კი იყო მაგრამ მთელს ტყეს ამარაგებდა წყლით და ცხოველები პირის გასაგრილებლად მუდამ სტუმრობდნენ. პირველმა გოჭმა იფიქრა რა კარგი იქნებოდა მარტო ჩვენი რომ იყოს გუბურა და მთელი დღე ვჭყუმპალაობდეთო, მეორე გოჭი დაეთანხმა აი მესამე გოჭმა კი მაშინვე დატუქსა მეგობარი გოჭუნიები. ეს ტყე ყველასია და არ შეიძლება გუბურის მისაკუთრება რადგან წყურვილით დაიხოცებიან ჩვენი მობინადრე ბაჭიები, კუები, ზღარბები, ირმები და ბაყაყებიო. გოჭებმა თავი ჩარგეს გუბურაში და უხმოდ განაგრძეს ბანაობა.
მეგობრებო, ეს მაგალითი უნდა იყოს იმის რომ ეს ქვეყანა ყველასია და ერთნაირად უნდა შეგვეძლოს მისი ავკარგიანობის მიღება. როგორც გოჭებმა შეძლეს.
მაკუნა მეტრეველი

ავტორი

Makuna Makuna

1 ბლოგი პოსტი