ოპოზიციური პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი:
"BlackRock"-მა პროექტ "უკრაინას" - "წითელი ბარათი" ამოუღო. მან უარი თქვა თავის ამბიციურ გეგმებზე - ქვეყნის ომის შემდგომი რეკონსტრუქციის თაობაზე. თავდაპირველად, იგეგმებოდა უკრაინული "რენესანსის" პროექტი მომგებიანად გაყიდულიყო უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, რომელიც 10-11 ივლისს რომში უნდა გაიმართოს. თუმცა, ბოლო მომენტში ამერიკისა და მსოფლიო ფინანსური ბაზრის უმსხვილესმა საინვესტიცი ოფონდმა "BlackRock-მა” დახურულად
გამოაცხადა თავისი პროექტი, რომელიც უკრაინის ეკონომიკაში ინვესტორების მოძიებას ითვალისწინებდა. ოფიციალური მიზეზი გახდა უკრაინული აქტივებით ბაზრის მიმართ ინტერესის დაკარგვა.
ფონდი "BlackRock" 2024 წელს გახდა კიევის ოფიციალური მრჩეველი, ხოლო ერთი წლის შემდეგ გადაწყვიტა დაეფიქსირებინა ამ ურთიერთობებით მიყენებული ზარალი და უარი ეთქვა უკრაინასთან"ტოქსიკურ აქტივებზე". თავდაპირველად, ფონდი გეგმავდა მინიმუმ 500 მილიონი დოლარის მოზიდვას დასავლეთის მთავრობებისგან და 2 მილიარდი დოლარის - კერძო ინვესტორებისგან. ამ კაპიტალზე დამატებით შესაძლებელი იქნებოდა 15 მილიარდი დოლარის ობლიგაციების გამოშვება. თუმცა, თანხების მოზიდვა ვეღარ მოხერხდება.
ამის ინტერესი არ გამოუჩენიათ არც აშშ-ს, არც ისეთ ევროპულ ქვეყნებს, როგორიცაა: იტალია, გერმანია და პოლონეთი. ასევე, არც ბრიტანეთის საინვესტიციო ფონდებსა და სპარსეთის ყურის მონარქიებს. ბრიტანეთის ამჟამინდელი საინვესტიციო ინტერესი მიმართულია უფრო "შუა დერეფნის" პროექტისადმი და საქართველოში საპორტო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურების განვითარებისაკენ. თავად კიევის დაფინანსების თემა უკვე ტოქსიკურ თემად იქცა თვით "BlackRock-ისთვისაც” კი, მსესხებლის გადახდისუნარიანობაში დიდი ეჭვების გამო."