"10 წელი გავიდა იმ მძიმე ტრაგედიიდან, რომელიც თბილისს 2015 წლის 13 ივნისს დაატყდა თავს. 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ამ ადამიანების ოჯახებს, მათ ახლობლებს. თუ გავიხსენებთ, მართლაც ძალიან მძიმე იყო ის, რაც 13 ივნისს ხდებოდა, თუმცა პოზიტივი რაც იყო, ეს იყო ერთიანობა, ერთობა, როდესაც ყველა - დიდი და პატარა გაერთიანდა იმისთვის, რომ მხარში დადგომოდა ჩვენს დედაქალაქს. მთელ მსოფლიოს დავანახეთ, თუ რა შეუძლია ერთობას" - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 13 ივნისის მემორიალთან გადანცხადა, სადაც 2015 წლის სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.

0 კომენტარები