ერთხელ ვაჟმა დედა რესტორანში დაპატიჟა. დედა უკვე მოხუცი იყო და ჭამის დროს საჭმლის ნამცეცები კაბაზე უცვიოდა. ვაჟი მოთმინებით უბერტყავდა კაბას და ჭამაში ეხმარებოდა. მთელი რესტორანი უკმაყოფილოდ შესცქეროდა ამ წყვილს, მაგრამ ვაჟი არ იმჩნევდა და დედაზე ზრუნვას განაგრძობდა...
სადილს რომ მორჩნენ, ვაჟმა დედა დიდ ფოიეში გაიყვან, სარკის წინ დააყენა, კაბა ჩამოუფერთხა, თმებზე ხელი გადაუსვა და სათვალე შეუსწორა. მთელი რესტორანი დაძაბული უთვალთვალებდა მათ.
ვაჟმა საფასური გადაიხადა და დედასთან ერთად გასასვლელისკენ გაემართა.
-ახალგაზრდავ, რაღაც დატოვეთ დაუძახა უცებ ვიღაც მამაკაცმა.
-მე მგონი არაფერი - მიუგო ვაჟმა.
- როგორ არა, აქ მჯდომ ყველა შვილს მაგალითი, ხოლო ყველა დედას იმედი დაუტოვეთ!
ანა უსტიაშვილი..