მე არ მჭირდება განსაკუთრებული თარიღები და 365-დან ერთი დღე, რომ სამყაროზე მეტად მიყვარდე შენ, რატომ? იმიტომ, რომ შენ არამარტო დედა, არამედ ჩემი სუპერგმირი ხარ! ჰო, ის სუპერგმირი, რომელიც ჩემს გამო ყველანაირ დაბრკოლებას და ბარიერს გადალახავს, ზუსტად ვიცი, იმიტომ, რომ ღრმა ბავშვობიდან ასეა და მის მერე არაფერი შეცვლილა, ვაიჰ, შეიცვალა კი როგორ არა, ახლა უფრო მეტად მიყვარხარ და გაფასებ, ვიდრე მაშინ 😊 არა, ცუდად არ გამიგო როგორც მე ვიზრდები და ასაკი მემატება, ისე იზრდება ჩემი შენდამი სიყვარული და დამოკიდებულება, ახლა უფრო კარგად მესმის შენი ყველა ტკივილი და დარდი, მახსოვს პირველ კლასში ერთად „ვსწავლობდით“ 😊 „გამოუვალი მდგომარეობიდან“ გამომდინარე ( ბრჭყალებში იყოს, იმიტომ, რომ შენ მასწავლე: გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს! ) მახსოვს გარშემომყოფების თითოეული რეაქცია, ყველაზე მეტად ერთი კეთილისმსურველის „რჩევა-დარიგება“ ვერ ამოვშალე ქვეცნობიერიდან: „ჩაგებარებინა ბავშვთა სახლში, რას იტანჯავდი თავს, მრჩეველი არ გყავდა, 2 ბიჭი რომ გყავდა, არ გეყოფოდა“-ო...
ახლა როცა დაბრკოლებების გადალახვა მიწევს, იმ „კეთილ სურვილს“ ვიხსენებ და ვცდილობ ყველაფერში მაქსიმუმი ჩავდო... კაი ყოფილა სტიმულისთვის 😉
მახსოვს, სკოლაში ერთად რომ დავდიოდით, კალთაში რომ ჩამისვამდი, გზად ხალხი დაჟინებით მზერას როცა დამიწყებდა „მუზეუმის ექსპონატივით“, თმას შენი ცრემლები მინამავდა და ბოლო გაჩერებაზე მისულს სველი თმით მიწევდა სამარშრუტო ტქსიდან ჩამოსვლა და ასე ვაგრძელებდით ნახევარ კილომეტრიან გზას, ცენტრიდან-სკოლამდე, მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ ახლა ზუსტად ვგრძნობ იმ ცრემლების სიმლაშეს და სიმწარეს...
ჩვეენ ამაზე უფრო ძნელი სირთულეები გადავლახეთ, ეს რა მოსატანია საერთოდ იმასთან რაც ცხოვრებამ გამოგვატარა...
ყველა ბარიერს და დაბრკოლებას გადავლახავ დე, აწი მაინც, რომ არ მოგიშალო სახეზე ღიმილი!
მიყვარხარ, არა, ეს სიტყვა ვერ დაიტევს იმ გრძნობას, რასაც შენს მიმართ ყოველ წამს განვიცდი!
მესამყაროები...
მეიმედები...
მეყველაფრები... ❣♥

ტრიუმფით წავალ, ეკლიანი ბილიკით ვივლი,
თავაწეული გოლგოთაზე ჯვარსაც ავიტან!
ათიათასჯერ გავუსწორებ თვალებს თვით სიკვდილს
არ გამომივა? კვლავ დავიწყებ ათვლას თავიდან!

საბოლოო ტრიუმფამდე გავაგრძელებ ბრძოლას, რომ შენს სახეს მუდამ ღიმილი დასთამაშებდეს, შენი ერთადერთი გოგოს დამსახურებით, ისე, როგორც ახლა, მიმდინარე, სტუდენტურ მოვლენებზე გულწრფელად საუბრისას გეღიმება ხოლმე...
ყველაზე დიდი სტიმული ხარ ჩემი და მინდა დიიიდხანს მყავდე ემოციების გულწრფელ გამზიარებლად და ჩემი წარმატებების მხილველად... ♥️

0 კომენტარები