„ატლანტიკურმა საბჭომ“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსებიგამოაქვეყნა. თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი აქვს.
ორგანიზაციამ საქართველო მსოფლიოს ხანგძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორის დაასახელა. კეთილდღეობის ინდექსის 12 წლიანი გაუმჯობესებით (2013-2024)საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ამასთან საქართველოს კეთილდღეობის ინდექსში ისტორიული მაქსიმუმი დაუფიქსირდა _ შეფასების 100%-ანი სისტემით 75,5%. გარდა ამისა საქართველო „ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის“ კატეგორიაში მოხვდა.
ორგანიზაციის შეფასებით დემოკრატიულად ითვლება ისეთი ქვეყნები რომელთა, პოლიტიკური სუბინდექსის, ანუ პოლიტიკური თავისუფლების შეფასება 100%-იანი სისტემით 50%-ს აჭარბებს, ხოლო ავტოკრატიულად ფასდება ის სახელმწიფოები, რომელთა შეფასებაც 50%-ზე დაბალია. ქვეყნები რომლებიც ხანგძლივადიან პერიოდში უწყვეტად ინარჩუნებენ პოლიტიკური სუბინდექსში 50%-ზე მაღალ შეფასებას, მუდმივ დემოკრატიებად სახელდებიან. ამასთან, გამოცემის თანახმად, ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე ქვეყნებად მიიჩნევა ის სახელმწიფოები და ტერიტორიები, სადაც პოლიტიკური თავისუფლების ინდექსი 75%-ზე მაღალია.
წელს საქართველოს შეფასება პოლიტიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით 75.1%-ს შეადგენს, რაც მას ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის სტატუსს ანიჭებს. ფაქტს ამყარებს ის გარემოებაც, რომ საქართველოს პოლიტიკური თავისუფლების ინდექსში 75%-ზე მაღალი შეფასება მხოლოდ 2013 წლიდან მოყოლებული უწყვეტად აქვს. 2013 წლამდე პერიოდში ამ შესაძლებლობას საქართველო მუდმივად მოკლებული იყო.
ატლანტიკური საბჭოს თავისუფლებისა და კეთილდღეობის ცენტრმა 2012 წლის შემდეგ მსოფლიოს დემოკრატიული განვითარების 12 წლიანი პერიოდიც შეაჯამა. საქართველო მსოფლიოს იმ 50-მდე ქვეყანას შორის დასახელდა, სადაც დემოკრატიამ, ანუ პოლიტიკურმა თავისუფლებამ გრძელვადიანი პროგრესი განიცადა, საქართველოს საზოგადოება კი მსოფლიოს მოსახლეობის იმ 9%-ში მოხვდა, რომელმაც 2012 წელთან შედარებით წინსვლა განიცადა ქვეყანაში პოლიტიკური თავისუფლების გაუმჯობესების თვალსაზრისით.
პოლიტიკური თავისუფლების კატეგორიაში საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო ისეთ წამყვან კრიტერიუმში, როგორიცაა „არჩევნები“, სადაც შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 82.4%-ი დაიმსახურა, შემდეგ მოდის „სამოქალაქო თავისუფლებები“ – 81.8%.
გარდა ამისა, საქართველო უმცირესობების უფლებების დაცვის რეიტინგში მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყნას შორის მოხვდა და 39-ე ადგილზე გამწესდა, ხოლო ბიუროკრატიის სიჯანსაღის და კორუფციისგან თავისუფლების რეიტინგში მსოფლიოში 36-ე პოზიციაზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
ბიუროკრატიის სიჯანსაღით და კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 16 სახელმწიფოს: ლატვიას, ესპანეთს, იტალიას, კვიპროსს, პოლონეთს, ხორვატიას, სლოვაკეთს, მალტას, უნგრეთს, საბერძნეთს, მონტენეგროს, რუმინეთს, ბულგარეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს.
ორგანიზაცია ზოგადი თავისუფლების მდგომარეობას აფასებს ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო თავისუფლებები, პოლიტიკური უფლებები, კანონის სიცხადე, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, ჯანსაღი ბიუროკრატია და კორუფციისგან თავისუფლება, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, საკუთრების უფლება და ა.შ. კრიტერიუმები ჯგუფურად თავს იყრის და ნაწილდება სამ აგრეგატულ ინდექსში: ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, პოლიტიკური თავისუფლების ინდექსი და ლეგალური თავისუფლების ინდექსი.
რაც შეეხება კეთილღეობის ინდექსს, მისი შეფასება ეფუძნება 6 საყრდენს: 1. შემოსავლების დონე 2. გარემოსდაცვა. 3. უმცირესობების უფლებების დაცულობა; 4. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა; 5. განათლება; 6. თანასწორობა
კეთილდღეობის ინდექსის რეიტინგი მსოფლიოს 164 ქვეყანას და ტერიტორიას ყოფს 4 კატეგორიად: მაღალი კეთილდღეობა; ზომიერი კეთილდღეობა; კეთილდღეობის დაბალი დონე და კეთილდღეობის უდაბლესი დონე. საქართველომ ინდექსის მიხედვით „ზომიერი კეთილდღეობის“ სტატუსი მიიღო, და მსოფლიოში 47-ე ადგილზე გავიდა. ორგანიზაციის განმარტებით „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსი ეძლევა ქვეყნას, რომელიც კეთილდღეობის რეიტინგში პირველიდან 41-ე პოზიციამდე დაიკავებს სარეიტინგო ადგილს. საქართველო წელს 47-ე ადგილზეა და მხოლოდ 6 ადგილით დაწინაურება ჭირდება „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსის მოსაპოვებლად. წელს საქართველო კეთილდღეობის რეიტინგში უსწრებს ყველა მეზობელ სახელმწიფოს, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ევროკავშირის და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს: ბულგარეთს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას და მონტენეგროს.
თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსებს „ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის ცენტრი აწარმოებს და ძირითადად ეფუძნება მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების, გაეროს, ამერიკული ორგანიზაცია ჰერითიჯ ფაუნდეიშენის და ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ დეტალურ საერთაშორისო კვლევებს, მეცნიერულ ექსპერტიზას და აგრეგირებულ ინდექსებს.
საზოგადოება „ქართულის" განცხადება
“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით „ქართული ოცნება“ ხურავს პანდორას იმ ყუთს, რომელიც „ნაციონალებმა“ ქვეყანას ჯერ კიდევ 2004 წელს გაუხსნეს და მოახვიეს თავს.
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში, რომელიც რადიკალურად ცვლის ცილისწამებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ჩარჩოს.
ეს არის არა მორიგი, რიგითი ინიციატივა, არამედ სერიოზული ნაბიჯი ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის განმტკიცებისა და საზოგადოების დამშვიდებისთვის.
წლების განმავლობაში ცილისწამების მანქანა, რომელიც შეფუთული იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ნეოლიბერალური მანტიით, სისტემურად აგენერირებდა საზოგადოებაში სიძულვილსა და ზიზღს, აპირისპირებდა საზოგადოებას და ყოფდა ერს , ანგრევდა ერთიან ეროვნულ ცნობიერებას.
ამ სქემაში ყველა მონაწილეს თავისი როლი აქვს: ე.წ. კრიტიკული მედიის საფარქვეშ მოქმედი ,,ნაციონალების" პროპაგანდისტული არხები, მათი რესპონდენტები, „სანდო წყაროზე“ დაყრდნობით თითხნიან ჭორებს და ცილისწამებას, რომელზეც მორიგეობით აკეთებენ კომენტარებს ოპოზიციონერები და ავითარებენ თემას.
შემდეგ პროცესში ერთვებიან გარედან მართული არასამთავრობოები, რომლებიც დასავლელი პატრონებისთვის ფუთავენ სიცრუეს და აწვდიან მათ ყალბ „ქეისებს“.
საბოლოო სტადიაზე საქმეში ჩნდებიან „დიფსთეითის“ წარმომადგენლები ბრიუსელიდან, სტრასბურგიდან, ან ვაშინგტონიდან, რომლებიც იღებენ რეზოლუციებსა და აქტებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„წყაროს არდასახელება“ და „ჟურნალისტური საიდუმლოების“ უპირობო დაცვა იყო ის ბერკეტი, რომელსაც გარედან მართული რადიკალები აქტიურად იყენებდნენ საზოგადოების დეზორიენტაციისა და დაშინებისთვის.
თუ ფართო სურათს შევხედავთ ცხადი ხდება, რომ ცილისწამება, როგორც “სიტყვით მკვლელობა”(ილია ჭავჭავაძე), საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტულ ინდივიდებს, მათ უფლებებს და თავისუფლებებს, არამედ - ერის მთლიანობას და სახელმწიფოს სტაბილურობას.
ეს არის ნეოლიბერალური ინტერნაციონალის იარაღი — ერის გახლეჩვის, ავტორიტეტების დისკრედიტაციის, ღირებულებების დამახინჯებისა და ტოტალიტარული ლიბერალიზმის გასავრცელებლად.
ამიტომაც, ჩვენს პირველივე მიმართვაში (2024 წლის 14 აპრილს) ვთხოვეთ ხელისუფლებას, მიეღო ისეთი სამართლებრივი რეგულაციები ცილისწამებასთან, უხამსობასა და სიცრუის გავრცელებასთან დაკავშირებით, როგორიც მიღებულია ევროკავშირის წამყვან დემოკრატიებში.
დარწმუნებულები ვართ, რომ კანონს მოჰყვება კრიტიკა, როგორც შიდა, ისე საგარეო დონეზე — ქართული აგენტურა და მათი უცხოელი მფარველები მას „ანტიდემოკრატიულად“ მონათლავენ, წამოვა რეზოლუციებისა და განცხადებების ტალღა.
მათ შევახსენებთ: სწორედ დასავლურ ქვეყნებში მიჩნეულია ცილისწამება „წითელ ხაზად“, რომლის გადაკვეთა დაუშვებელია.
აშშ-ში ცილისწამება უმეტესად სამოქალაქო სამართლის სფეროა და, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ წარმოადგენს კრიმინალს. თუმცა ცილისმწამებელს ხშირად ეკისრება სოლიდური ფინანსური პასუხისმგებლობა, საჯარო ბოდიშისა და დეზინფორმაციის უარყოფის ვალდებულებით.
ევროკავშირის რიგ ქვეყნებში, განსხვავებით აშშ-სგან, ცილისწამება სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილება, მაგალითად : გერმანიაში განსაზღვრულია ჯარიმა, ან 1 წლამდე პატიმრობა (მედიით გავრცელების შემთხვევაში – 2 წელი); საფრანგეთში – ჯარიმა და/ან 1 წლამდე პატიმრობა; იტალიაში 1-დან 3 წლამდე პატიმრობა და/ან ჯარიმა, განსაკუთრებით, თუ ის გავრცელდა მედიით; ესპანეთში – ჯარიმა, ან 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობა.
ჩვენი აზრით, „ქართული ოცნება“ ამ კანონპროექტით რეალურად ხურავს პანდორას იმ ყუთს, რომელიც „ნაციონალებმა“ ქვეყანას ჯერ კიდევ 2004 წელს გაუხსნეს და მოახვიეს თავს.
ბოკერია-რამიშვილის კანონად წოდებული ეს სამართლებრივი პრინციპები დღემდე ეფექტურად ემსახურებოდა გარე ძალების ინტერესებს, რომელთა მიზანი გაცხადებულია: ქართული საზოგადოების დაყოფა და რადიკალიზაცია,
ავტორიტეტების შეურაცხყოფა, ისტორიის და ეროვნული სიმბოლოების, ყოველივე იმის დისკრედიტაცია, რაც გვაერთიანებს.
სწორედ ამიტომ ნეოლიბერალური აგენტურა განსაკუთრებული სიმწვავით ესხმოდა და ესხმის თავს ეკლესიას და პატრიარქს, ავრცელებს ჭორებს ისტორიულ პიროვნებებზე, გმირებზე, სათაყვანებელ მეფეებსა, თუ მოღვაწეებზე.
ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე:
„ოპოზიციისთვის რომ გეკითხათ ცოტა ხნის წინ ტრამპი რუსეთსაც, ჩინეთსაც და მთელს მსოფლიოს მალე ომს გამოუცხადებდა, ხოლო საქართველო ყველასგან მიტოვებული იქნებოდა. არადა, მოხდა ის, რაზეც ჩვენ მივუთითებდით - ტრამპი არა საომარი დაპირისპირების, არამედ უფრო გონივრული გზით წავიდოდა, რადგან კარგად იცის, რომ დღეს მსოფლიო ლიდერობისკენ სავალი გზა არა ომებზე, არამედ კონკურენციაზე გადის.
დღეს ციფრებით ომია, გადასახადები, ტარიფები და ა.შ. თუკი “ჰიბრიდულმა ომმა” დეზინფორმაციით შეძლო მოწინააღმდეგის განადგურება, დღეს “ციფრული ომით” ხდება ახალი გლობალური მეტოქეობა და ეს კიდევ უფრო მეტად არის გათვლილი შედეგზე. სამხედრო ტექნოლოგიების ზეობის ეპოქაში ყველამ კარგად იცის, რომ ბრძოლის ეს ფორმა მისი გამანადგურებელი ეფექტიდან გამომდინარე, მეორე რიგში უნდა გადავიდეს და წინ წამოწიონ ახალი, ინოვაციური მეთოდები.
ტრამპის სავაჭრო თანამშრომლობა ჩინეთთან და ალბათ შემდგომში ინდოეთთან, სავარაუდოდ სწორედ ამ პრინციპს ემყარება, ძლიერ სახელმწიფოებთან გარიგება, შეთანხმება, კონკურენციას. სუსტ სახელმწიფოებთან კი ისევ ძალის რეჟიმს. საქართველო არც დიდი სახელმწიფოა და არც სუსტი, თუმცა მას აქვს გეოპოლიტიკური უპირატესობა. სწორად გამოყენებული ეს შანსი კი ძლიერი სახელმწიფოების რიგში ჩაგვაყენებს.
ტრამპის საგარეო სტრატეგიამ ყველა მიმართულებით გაუხსნა გზა საქართველოს თავისუფალი პარტნიორობისთვის. დღეს ვეღარავინ იტყვის, რატომ ვთანამშრომლობთ ჩინეთთან, ამერიკა არ გავაღიზიანოთ; ვერავინ გვეტყვის, რომ არ ვისაუბროთ რუსეთთან ტერიტორიების დაბრუნებაზე, რადგან ტრამპიც და სხვა ლიდერებიც არა მარტო საუბრობენ, არამედ, თანამშრომლობენ პუტინთან სხვადასხვა საკითხებში. და საერთოდ, გვაინტერესებს კი ვინ რას იტყვის ან რას იფიქრებს? მთავარია, ყველა საკუთარი ინტერესებიდან გამოდის და ჩვენც ჩვენი ინტერესების მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ.
ერთი კი ფაქტია, ტრამპის საგარეო პოლიტიკამ ქართული ოპოზიცია დაადუმა”.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე:
“ამაზრზენია! საქართველოს უსინდისო კრიტიკოსი კრიმინალი - დანიის ტოპ დიპლომატი "ნაცებს" ექომაგება და პედოფილია. ამგვარი ნაძირლები უჭერენ მხარს ნაცნაგვებს.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლოკე რასმუსენი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს და ოპოზიციას მხარდაჭერას უცხადებს, პედოფილიის დამალვისა და თანაპარტიელის მოსყიდვის მცდელობის სკანდალში ფიგურირებს.
კერძოდ, მედიის ცნობით, 2023 წლის ნოემბერში ქვეყნის ამჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა თანაპარტიელ, დეპუტატ მაიკ ფონსეკას 57 ათასი დოლარი შესთავაზა იმის სანაცვლოდ, რომ მას პარლამენტი დაეტოვებინა და არასრულწლოვან გოგონასთან ურთიერთობა დაემალა. რასმუსენს სურდა, ფონესკას მანამდე დაეტოვებინა პარლამენტი, ვიდრე არასრულწლოვანთან მისი თანაპარტიელის ურთიერთობის სკანდალი გამჟღავნდებოდა და ამით პარტიას ზიანი მიადგებოდა”.
ექსპერტი დავით ჩიხელიძე:
“ოპოზიციამ "შესანიშნავი" ქომაგი მოძებნა, საუბარია დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლოკე რასმუსენზე, რომლის შესახებ არაერთი სკანდალური მასალა არსებობს, მათ შორის ქრთამის შეთავაზება, პედოფილიის დამალვა/ხელშეწყობა და ა.შ.
რა გასაკვირია, რომ ოპოზიციის მხარდამჭერად ისეთი გახრწნილი მექრთამე მოევლინა, როგორც თვითონ ოპოზიცია არის!
საზოგადოებას კარგად ახსოვს ევროკავშირში მომხდარი კორუფციული სკანდალები, რომელსაც რამდენიმე დეპუტატის დაპატიმრება მოჰყვა, ბატონი ლოკე კორუფციის მოყვარულთა რიგებს მიეკუთვნება, მაგრამ როგორც ჩანს ხელშეუხებელია, რადგან დამკვეთების დავალების კარგი შემსრულებელია.
კიდევ გაქვთ კითხვა რატომ იცავენ დასავლეთში ოპოზიციას? ამის ორი მიზეზი არსებობს, საერთო პატრონები და საკუთარი აგენტურის გადარჩენა და ფული, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ”.