ირაკლი კობახიძე: დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა. ჩვენ პირველად ვმასპინძლობთ არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რაც ჩვენთვის უდიდესი პატივია. თქვენი საქართველოში ვიზიტი არის ჩვენთვის იმის გამოხატულება, რომ თქვენ გაქვთ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ

0 კომენტარები

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი ეწვია. დელეგაციას ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში მასპინძლობს

0 კომენტარები

ბესიკ კალაძე - გლდანის რაიონის გამგებელი: გლდანის გამგეობამ დაასრულა სანდრო ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაცია და დღეიდან საგზაო მოძრაობა აღდგა. სამუშაოების ფარგლებში 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო, ასევე, მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდა სხვადასხვა სამუშაოები

0 კომენტარები